#29215972 · 15 Jan 2012, 17:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიძინას ხმას არსოდეს არმოვცემ, საქართველოში პოლიტიკოსი რომ გაწყდეს და მაგი და ეკატერინე დარჩნენ მარტო.
არ მოვცემ იმიტომ რომ არ არის დამაჯერებელი, არ მომწონს მის ირგვლის რევანშისტები და ბოღმიანი 90-იანელები, მის პროგრამებს რომ ვკითხულობ ასე მგონია ავტორები სადღაც წარსულში გაეჩხირნენ და იქიდან მუმიების სახით დაბრუნდნენ.
და საერთოდაც ვერ დამარწმუნა და არც უცდია,რომ რუსეთის ინიცირებული არ არის მისი პოლიტიკოსად ჩამოყალიბება.
მ აინტერესებს რატომ არის აქ გამოკეტილი , თითქოს ეშინია ვიღაცის, მაინტერესებს რა გარანტიები მიეცა მას 2003 წლის მერე და რის საფუძველზე და ა.შ. რატომ დაარღვია შეთანხმებები - ვინ მისაც ამაზე " დაბრო", ვინ არის მისი ახალი " კრიშა". რომ არა უკიდურესი აუცილენბლობა აბა 55 წლის 4 შვილის მდიდარი მამა ასეთ სარისკო თამაშს ბანკროტებთან ერთად რატომ წამოიწყებდა? ( აქვე ვიტყვი, რომ კატეგორიულად არ მჯერა მისი არგუმენტების სამშობლოს უკიდეგამო სიყვარულის შესახებ)
მიანტერსებს ან მისი ან ეკატერინე I-ის აზრი გადმოცემული ვერბალურად, პირდაპირ ეთერში და არა ჩანაწერში ( ბუხარი რომ 10ჯერ შეაკეთეს ისე). თან არა მასეტროს და კავკასიის, არამედ საზოგადოებრივი არხის ეთერში.
დარწმუნებული ვარ ვერცერთ კითხვას ვერ გასცემს პასუხს და კვლავ ფილოსოფიური ქვის ძიებაში იქნება. ასე რომ ჩემი ხმა ისევ იქ წავა სადაც წასული იყო აქამდე.
--------------------
I had a farm in Africa at the foot of the Ngong Hills.
Маразм крепчает.
|