http://www.presage.tv/?m=news&NID=26908რაღაც ასისინდნენ? რა უნდათ
"არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავკასიურ ფორუმზე" თურქი მესხების საქართველოში რეპატრიაციის საკითხი დააყენეს
16:27 24.02.2012
[პირველი]
"არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავკასიურ ფორუმზე" თურქი მესხების საქართველოში რეპატრიაციის საკითხი დააყენეს.
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა "Зеркало" იუწყება, ფორუმი ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში გაიმართა და მასში ინგუშეთში თურქი-მესხების დიასპორის თავმჯდომარე ბინალი ხალილოვი მონაწილეობდა.
თავის გამოსვლაში მან უფლებადამცველებს მოუწოდა, "ხელი შეუწყონ მესხების დაბრუნებას ისტორიულ სამშობლოში - საქართველოში, სადაც რეპატრიაციის შესახებ მიღებული კანონი ამ დრომდე არ მოქმედებს".
"თურქი მესხების" საერთაშორისო საზოგადოება "Ветен"-ის აზერბაიჯანული განყოფილების ხელმძღვანელის შამსედინ სერვეროვის თქმით, "მესხეთელებს საქართველოს გუბერნია სამცხე-ჯავახეთში ჩასახლება სურთ, საიდანაც თავის დროზე მათი დეპორტაცია მოხდა".
მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე რეპატრიაციის შესახებ შესულ განცხადებებს განიხილავს, თუმცა 2 წლის წინ დოკუმენტების მიღების პროცესი შეჩერდა. სერვეროვი იმედოვნებს, რომ პროცესი განახლდება და მათ, ვინც განცხადების შეტანა ვერ მოასწრო, ამის საშუალება მიეცემათ.
"ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ყველა მსურველი მიიღებს თუ არა რეპატრიანტის სტატუსს. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ამაზე ჯერ საუბარიც არ მიმდინარეობს. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინიც მართლები არიან. საქართველოში რეპატრიაციის შესახებ განცხადება 5 000-ზე მეტ აზერბაიჯანში მცხოვრებ "თურქ მესხს" აქვს შეტანილი. თუ მათი რეპატრიაციის პროცესი ნორმალურად ჩაივლის, ვიმედოვნებთ, რომ დოკუმენტების წარდგენის საშუალება დანარჩენ მსურველებსაც მიეცემათ. არ მგონია საქმე იქამდე მივიდეს, რომ ოჯახები გაიყოს იმის გამო, რომ ზოგმა მოასწრო დოკუმენტების ჩაბარება, ზოგმა - ვერა. დარწმუნებით მინდა, გითხრათ, რომ ყველა ჩვენს თანამემამულეს უნდა საქართველოში დაბრუნება. ამიტომ, არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. ამ მოთხოვნებს ვაჟღერებთ ჩვენ ქართული მხარის წინაშე", - განაცხადა სერვეროვმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად აზერბაიჯანში 80 000 "თურქი მესხი" ცხოვრობს.
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი