ერთი პაციენტი მყავდა წინა კვირაში,მარჯვენა თირკმელის ამოკვეთეს 2015 ში.რათქმაუნდა ჩავეკითხე რატომ,როგორ და მოკლედ რომ ვთქვა:
ძალიან დიდი ხანის განმავლობაში მარჯვენა მხარეს მუცელზე,ნეკნთა რკალის ქვემოთ გრძნობდა სიმკვრივეს,რომელიც იზრდებოდა და მაგრდებოდა. ამ დროის განმავლობაში დადიოდა ოჯახის ექიმთან,იკეთებდა ანალიზებს და ასევე ექოსკოპიას და დიაგნოზი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყოს ღვიძლის გაცხიმოვნება(არვიცი რამდენად სწორი ტერმინია ქართულად,fettleber გერმანულად, steatosis ლათინურად).და იღებდა შესაბამის მკურნალობას.
საბოლოოდ წავიდა სხვა ექიმთან და აღმოჩნდა მარჯვენა თირკმლის კეთილთვისებიანი სიმსივნე. ეს ხდება გერმანიაში.
ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტი შემიძლია კიდევ მოვყვე
საქართველოში ზოგადათ ძალიან ბევრი ცუდი ექიმია,მაგრამ ასევე ძალიან ბევრი ისეთია არც გერმანიას და არც მთელს ევროპას რომ არ დაესიზმრება. ასე ზოგადათ ადგე და აგინო ყველას,მოკლედ რომ ვთქვა ძალიან არასწორია.
ან კიდევ ერთი ნებისმიერი როფესია მითხარით რომელიშიც 100% ით პროფესიონალები გვყავს???
სისტემა მედიცინაში შესაცვლელი კიარა თავიდანაა შესაქმნელი უდავოთ და ცალსახად.ელემენტარული პირობები არ არსებობს ხშირად რომ ახალგაზრდა თაობამ ძველებისგან მიიღოს გამოცდილება და ცოდნა,იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტროს და პროფესიული რეგულირების კანტორას ეს ყველაფერი ძალიან კიადია...