ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი მიწაში! ბოლო ორი წლის მანძილზე, სასჯელაღსრულების სისტემაში, 282 პატიმარი გარდაიცვალა. სამწუხარო სტატისტიკა წელსაც გრძელდება. 44 წლის ვასილ ყურაული, მიმდინარე წლის იანვარში გარდაიცვალა.ის სასჯელს შარშან, მარტიდან საარყე ქვაბის ქურდობისთვის იხდიდა; მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ალუმინის ქვაბის ქურდობის ბრალდებით პოლიციაში მიყვანილი ხაშურელი სოსო ქიმერიძე, გაურკვეველ ვითარებაში, 28 თებერვალს გარდაიცვალა.
„გონივრულ ეჭვს“ შეწირულიპოლიციელმა სოსოს ქიმერიძე საკუთარი სახლიდან, დილის 11:30 წუთზე, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა. ქიმერიძის თაობაზე პოლიციას “გონივრული ეჭვი” ჰქონდა, რომ მან მისი მეზობლის თამაზ გამგონიძის სპილენძის ქვაბი მოიპარა და ჯართის ჩამბარებელ პუნქტში ჩააბარა.
16:30 წუთზე ქიმერიძე მესამე სართულიდან გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება გაავრცელა, სადაც მოიტყუა, რომ ქიმერიძე ბრალდებულად იკითხებოდა და ქიმერიძის ბიოგრაფია კრიმინალური კუთხით შეგნებულად დამძიმდა:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, ა/წ 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1965 წ.დ. სოლომონ გივის ძე ქიმერიძე.
დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრავმების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა.”
ანალოგიურად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა ბუტა რობაქიძე და გიორგი ვაზაგაშვილი სიკვდილის შემდეგ ყაჩაღებად, ხოლო სანდრო გირგვლიანი – სვანური კრიმინალური დაჯგუფების წევრად გამოაცხადა.
ქიმერიძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ქვიშხეთში, დანგრეული საბჭოთა პიონერთა ბანაკის შენობიდან, რამდენიმე რკინის ნაჭრის აღებისთვის, მას პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. სულ ეს იყო მისი კრიმინალობა.
მაშინ, როცა შსს მას ბინის ქურდობაში ბრალდებულად აცხადებდა, სოფელში დაკარგულ რამდენიმე ლარის ღირებულების დაკარგულ ნიკელის ჩაიდანსა და ალუმინის ქვაბზე იყო საუბარი.
ქიმერიძე პოლიციის შენობაში სტატუსის გარეშე იმყოფებოდა, ამას პოლიცია – „გასაუბრებას“ ეძახის, თუმცა “მოსაუბრის” ფაქტობრივი მდგომარეობა პატიმრისგან დიდად არ განსხვავდება. ამას ადასტურებს გარდაცვლილის შვილის, გივი ქიმერიძის ნათქვამი, რომ შუადღისას, ოთხი საათისთვის, მამას პოლიციაში მიაკითხა და სიგარეტი მიუტანა, თუმცა, პოლიციამ “გასაუბრებაზე” მყოფ მამას სიგარეტი არ გადასცა, არ შეიძლებაო.
„სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში პოლიციის მიერ ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის გარეშე იქნა „წარმოდგენილი“. ის არ გახლდათ ბრალდებული, დოკუმენტაციის მიხედვით არ იყო დაკავებული, თუმცა როგორც ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, მას ამავდროულად ფაქტობრივად შეზღუდული ქონდა თავისუფლება“-წერია სახალხო დამცველის მიერ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეუსაბამობები პროკურატურის განცხადებაში////////////////////////////////////////////////////
ლინკი გახსენით და წაიკითხეთ, საინტერესო ფაქტებია
http://www.tspress.ge/ka/site/blog/11252/
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?