ხო რა , რარაც დუნედ მიდის , დუნედ
ფული ინსტრუმენტია მხოლოდ ........ თან მის რაოდენაბაში კი არა , აი როგორ ვთქვა , მის წარმომავლობაში არის ჩემი აზრით სხვაობა
რისთვის ჭირდება მიშას ფული ბ.ბ.-ს განეიტრალების პროცესში ----
ა/ პირველ რიგში ვერტიკალის შესანარჩუნებლად -----ეს სასიკვდილოა ნაცებისთვის ....
ნაცები არ არის იდეოლოგიური ერთობა , არ დამიწყოთ ახლა ამაზე საუბარი , ნაცები არიან ძალიან ორგანიზებული , მკაცრი სიდა დისციპლინით ერთობა რომლებსაც აქვს საერთო მიზანი , ხელისუფლება და მისი შენარჩუნება ყველა საშუალებებით ..... ხოლო რატომ ჭირდებად ხელისუფლება ----ფულისთვის ...
არ შეიძლება შევადაროთ მიშას ვერტიკალი , იდეოლოგიურ ვერტიკალს .....იდეოლოგიურ ვერტიკალს აქვს ერთი თვისება , განსაცდელის ჟამს იდეოლოგიური ვერტიკალის შიდა განმტკიცება ხდება იდეის გარშემო , ამ იდეის გამო ეს ვერტიკალი გაჭირვების და განსაცდელის ჟამს ბევრ პრივილეგიაზე ამბობს უარს , თვითონ ამბობს უარს --- ამის მაგალითი იყო კომუნისტები 1941 წელს , როდესაც სტალინის ვერტიკალი არ დაინგრა , მხოლოდ იდეოლოგიის ხარჯზე ..... ნუ რისთვის მიდიოდა ტყეში საპარტიზანოდ , მინსკის ქალაქკომის პირველი მდივანი -----პერსონალური ავტომობილის გამო ? ძალაუფლების გამო ? არა , ბატონო ვერაფერს ვერ აძლევდა ამას სტალინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ...ისინი იდეას მიყავდათ ტყეში
ამიტომ იდეოლოგიური ვერტიკალის შენარჩუნებას , განსაცდელი ჟამს , როგორი გასაკვირი არ უნდა იყოს ----უფრო ნაკლები დაფინანსება ჭირდება
სააკაშვილის ვერტიკალი პრინციპიალურად სხვანაირი არის -----მათი იდეოლოგია ---- ძალაუფლებაა , ხოლო ძალაუფლების გამოხატულება არის მატერიალური , მხოლოდ მატერიალური ..........როგორც კი განსაცდელი დგება ნაცების ვერტიკალი რამოდენიმეჯერ უფრო ძვირი შესანახი ხდება .....
ეს დამიჯერეთ ცოტა არ უჯდებათ ნაციონალებს .......თან მათ იციან , რომ როგორც კი სისუსტეს აჩვენებენ ამ თავის ვერტიკალს , იგივე იმ სპეცნაზის ზონდერს , ან უბნის კოორდინატორს ეგრევე დაერღვევათ აწყობილი სისტემა ...სისუსტედ კი ესენი მათი შენახვის ხარჯების შემცირებას მიიჩნევენ
პირველ რიგში ამისთვის უნდათ ახლა ფული ნაცებს
ბ/ მოსახლეობის ბანალურად მოსასყიდათ და მათი ზომბირებისთვის ------
ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა , აქ უკვე ნაცებს არ გაუვათ ძველი ნაცადი პრიომი ...დაპირებები , დაპირებები , დაპირებები ---მათი არ ჯერათ , თან მეორე მხარესაც ძალიან დიდი ფული აქვთ იგივე მიზნებისთვის , მაგრამ ამ მეორე ძალას იმდენი ფულის ხარჯვა არ მოუწევთ , ვინაიდან მათი ჯერათ , აი ბ.ბ.-ს ხალხი პოსლეზე ენდობიან , ნაცებს არა .....ამიტომ სადაც ბ.ბ.-ს დაპირება ეყოფა , იქ ნაცებმა რეალური ფული უნდა ხარჯონ
გ/ დასავლეთი ---- ნაცებმა იციან , რომ არჩევნების ბედი მნიშვნელოვნად დასავლეთში წყდება ....აქაც ფულია საჭირო (ნუ დავიგოიმებთ თავს , დიახ ფულია საჭირო ) აქ კი ნაცებს ვააბშე ტრაგედია აქვთ , ნუ ვ სმისლე დიდი ფული ჭირდებათ და რატომ
ნაცებმა 2008 წელს აბსოლუტურად დათმეს ყველა პოზიცია ევროპაში , ბობოლა ევროპა არც არასდროს ყოფილა აღტაცებაში ჯორჯ ბუშ უმცროსის , სათამაშო რეჟიმით საუბარია ინგლისზე , საფრანგეთზე , იტალიაზე და გერმანიაზე ...რაც მთავარია ნაცებმა დაკარგეს პრიბალტიკა და პოლონეთი , ევროპის შემობრუნება ასტრონომიული თანხა დაუჯდებათ .....იმდენად ძნელია ევროპის შემოტრიალება , რომ ეჭვი მაქვს ნაცებმა ხელი არ ჩააქნიონ ------მაგრამ მეორეც არის , რომ 80 პროცენტი დამკვირვებლები ევროპის არიან , ხოლო ევროპა სულ უფრო დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ და არა მგონი ამერიკამ შეძლოს მათი დაკერვა , მაგრამ ამერიკა უნდა ყავდეთ მაშინ ნაცებს სერიოზულად დაკერილი , გადავიდეთ ამერიკაზე
აქ კი , ამერიკა მაქვს მხედველობაში , ნაცები უკვე მარტონი არ არიან , როგორც ეს ადრე ოპოზიციის უფულობის გამო იყო , სერიოზულ ფულს ხარჯავს ამერიკაში ბ.ბ. , ძალიან სერიოზულ ფულს ...საქართველოში ნაცების მიერ გაპროგანდირებული აზრით ბ.ბ.-ს ფული რუსეთში გონიათ , არადა ეს ასე არ არის ...ბ.ბ.-ს ძირითადი მაყუთი , მისი კაპიტალების 2/3 კაკ რაზ ამერიკაში აქვს სადაც აქტიურად თამაშობს ბირჟაზე , საკმაოდ წარმატებულად , მან 2011 წელს მილიარდი მოიგო ბირჟაზე თამაშით
რას ნიშნავს ამერიკაში მილიარდელის ბირჟაზე თამაში ------ნახეთ კარგი კინო დუგლასის მონაწილეობით , უოლ-სტრიტი , კარგად არის აღწერილი იქ ბირჟა ------ ამერიკაში ბირჟაზე თამაში ნიშნავს ფინანსური მანევრის საშუალებას , მოთამაშეს უნდა ქონდეს რამოდენიმე სერიოზული ფულადი რესურსიანი ფირმა , რომელშიც არ გამოჩნდება მისი პირდაპირი მონაწილეობა , ეს საჭიროა დამიჯერეთ და რაც მთავარია ამერიკის ბირჟაზე მოთამაშეს რომელიც წელიწადში იგებს მილიარდს აუცილებლად აქვს კავშირები ამერიკის საბანკო სისტემაში , ამერიკის დიდ ბიზნესში და რაც მთავარია ამერიკის პილიტიკურ წრეებში ...ეს აუცილებელია , თორემ მილიარდს კი არა 10 ცენტს ვერ მოიგებ --- თან ბ.ბ. ახლა იგებს ამ მილიარდებს , ესე იგი ეს კავშირები ახლანდელია და გავლენიანი ......
აქ კიდევ ერთი ნიუანსია აღსანიშნი ---დიდ ბიზნეს ამერიკაში აქვს ერთი საუკუნეებით დამკვიდრებული წესი , დიდი ბიზნესი ამერიკაში აფინანსებს ორივე პარტიას , დიახ როდესაც კოკა-კოლა ფულს ურიცხავს დემოკრატებს (კოკა-კოლა ითვლება დემოკრატების დამფინანსებლად ) ის თავისი სატელიტი ფირმებიდან ფულს არც რესპუბლიკელებს აკლებს ---ასე , რომ აქ პრინციპიალური არ არის ბ.ბ.-სთვის ვინ გაიმარჯვებს
აი ასეთ პირობებში მოუწევთ მოქმედება ამერიკაში ნაციონალებს , მათი შანსი ბ.ბ.-ს ფულის გადაჯოკვრაშია , რაც სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს
აი ამ სამი მიმართულებით ნაცებს ჭირდებათ ფული .....თან როგორც აღვნიშნე ამ სამივე მიმართულებაზე ნაცებს დაჭირდებათ იმაზე მეტი ფულის ხარჯვა , გაცილებით მეტი ფულის ხარჯვა ვიდრე აქამდე ხარჯავდნენ ---ასეთი სისტემა თვითონ მათ შექმნეს .......
ამ სამი მიმართულებიდან ბ.ბ.-ს არ ჭირდება ფულის ხარჯვა ნაცებიდან გამომდინარე , ვერტიკალის შესანახად , ხალხზე დიდი ფულის არ დახარჯვას ახსნის ნაცების კანონით რომელმაც ეს სეუზღუდა და რეალურად ფულის მაგივრად დაპირებებს გაცემს , რომელსაც დაუჯერებენ და ის ერთად ერთი დასავლეთზე ხარჯავს ფულს , პროსტო წაუმატებს ცოტას , თორემ როგორც ზემოთ აღვნიშნე ის ალბათ მანამდეც ხარჯავდა ფულს დასავლეთის ფინანსურ და პოლიტიკურ წრეებში , ოღონდ მაშინ სუფთა ეკონომიკური ინტერესით
საიდან იშოვონ ფული ნაცებმა --------ორი გზა აქვთ , ბიუჯეტი და პირადი მაყუთი
ბიუჯეტი რაც არ უნდა დიდი გვეჩვენოს , ის ლიმიტირებულია ..... მთელ ბიუჯეტს ნაცები ვერ გამოიყენებენ საარჩევნოდ იქ არის აუცილებელი ხარჯები რომლებსაც ვერ გაექცევიან ...ძირითადათ ბიუჯეტს ვერტიკალის შესანახად გამოიყენებენ ...... კარგი ბატონო და მეც ეგრე მგონია , მაშინ რჩებად ხალხის მოსყიდვა და დასავლეთზე მუშაობა
ხალხზე იტყვიან , რომ მათ მოსყიდვას ბიზნეს დაავალებენო და რა ბიზნესი საქართველოში განა ვისია ....ისევ ნაცების არის , ესე იგი ფულის ამოღება საკუტარი ჯიბიდან მოუწევთ ...დასავლეთის ფული ---ისევ ტავის ჯიბიდან , ეს უმკაცრესად , იმიტომ , რომ სენატორ მაკეინის ცოლისთვის 200 ათასიან საყურეების ყიდვას ნაცები სასადილო ,,მოდი მნახეს,, პატრონს ვერ დაავალებენ , ეს მათი წრიდან კაცი უნდა იყოს ........
აქ კი სერიოზული დილემაა ...ადვილია ნაცებისთვის ბიუჯეტის მაყუთის ხარჯვა თავის მიზნებისთვის , მაგრამ ოოოოო რა ძნელია საკუტარი ჯიბიდან ამოღება , ოოო რა ძნელია ...დილემა კი იმაშია , რომ გარანტია არ აქვთ , რომ მოიგებენ , რჩება ვარიანტი , რომ შეიძლება წააგონ და თან თავისი ფულის გარეშეც დარჩნენ ......ოოოო რამხელა რისკია ..... რა ვიცი რა ვიცი
და კიდევ ერთი .......... წარმოიდგინეთ სიტუაცია , როდესაც 2004 -2007 წლებში ნაცებმა , ბობოლებზეა საუბარი , იშოვეს დიდი ფული , დიდი შავი ფული ათასი მახინაციებით ...როგორ დაებანდიებიათ ეს ფული ნაცებს , ახლა მინისტრი თავის ლიმიტირებული ხელფასით ხომ ვერ ახსნიდა დასავლეთში საიდან ქონდა ძალიან ბევრი მილიონი ----ეს დამიჯერეთ ძალიან ძნელია ....ძნელია დღეს ჩადო დიდი ფული დასავლეთში ისე , რომ ვერ ახსნა ფულის ლეგიტიმაცია .........
ახლა წარმოიდგინეთ , რომ ასეთი სიძნელის პირობებში ნაცებს ყავთ თავისი მეგობარი მილიარდელი ბ.ბ. ---------------------- თქვენი აზრით ნაცები არ თხოვდნენ ბ.ბ.-ს დახმარებას თავისი მაყუთის დასავლეთში გატანას და იქ სერიოზულ ბიზნესში დაბანდებას ? ჩემი აზრით ამის დიდი ალბათობაა

აზის მე მგონი ბ.ბ. ამათ შავ ფინანსურ სქემებს ქორივით
მე მგონი ამით არის განპირობებული ნაცების მხრიდან , ბ.ბ.-სთან მაინც თავშეკავებული ბრძოლა ...დამეტანხმეთ , თუ გავიხსენებთ ნაცები როგორ უტევდნენ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს , თუ გინდ ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილს მიმართ , რა სიბინძურეებს იყენებდნენ მის მიმართ ---აშკარაა ამას ბ.ბ.-ს წინაამღდეგ ვერ იყენებენ -------რატო ?
ეს რაც შეეხება ნაცების სიძლიერის ერთ-ერთ კომპონენტს ---ფულს
ბევრი გამომივიდა და მერე ვიმსჯელოთ ნაცების სიძლიერის მეორე კომპონენტზე ---შიშზე და შიშის დათესვის მექანიზმზე -პროპაგანდაზე
01.10.2012.