მთელ ასკ-ში ერთადერთი მუხლია 125-ეს მე-6 სადაც ნახსენებია სიტყვა მანევრირება
"საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის,
მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით"
ყოველთვის როცა პატრულს რაღაც შარი უნდა რო მომდოს, ცუდ ხასიათზეა გაღვიძებული , მანევრირების წესების დარღვევას მაბრალებს , მაგრამ ვერ მიხსნის რას ნიშნავს და მანევრირების რომელი წესი დავარღვიე ან საერთოდ თუ არსებობს რამე დოკუმენტი სადაც მანევრირების წესებია ჩამოწერილი.
ერთხელ უსამართლოდ დამაჯარიმა პატრულმა (ყოველშემთხვევაში მასე ჩავთვალე), ხოდა ჯინაზე ყველა წესის დაცვით, მაგრამ რაც შეიძლებოდა აგრესიულად დავიწყე იმ ეკიპაჟის წინ სიარული (არ გადავაჭარბე სიჩქარეს, მაგრამ 0-დან 50მდე რაც შეიძლებოდა სწრაფად ავაჩქარე მანქანა). მეორედ გამაჩერა და მანევრირების წესების დარღვევის გამო გაჯარიმებ ეხლაო, მე ასკ-ს მოტანა მოვთხოვე

და იმ ადგილის მითითება სადაც ეგ წესი იყო მითითებული, რატომღაც არც მომიტანეს არც მიმითითეს და გამომიშვეს დაუჯარიმებელი

ხოდა რატო ვწერე ამდენი, ემ აი ზი ონლი ვან?