ლარი - დოლარის ოფიციალური გაცვლის კურსს ხელოვნურად არავინ ადგენს.
ყოველ დღე იმართება სავალუტო ვაჭრობა. ამ ვაჭრობაში ჩართულია საქართველოს ყველა კომერციული ბანკი + ეროვნული ბანკი (რომელიც საქართველოს ცენტრალური ბანკია).
დღის განმავლობაში კომერციული ბანკი ვაჭრობს ვალუტით / იღებს დეპოზიტებს / გასცემს სესხებს უცხოურ ვალუტებში:
1) უშუალოდ სხვა ბანკებთან
2) საკუთარ კორპორატიულ კლიენტებთან
3) ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებთან
4) სხვა "გარედან მოსულ" კლიენტებთან. მაგალითად ბანკში რომ მიხვალ უშუალოდ დოლარის საკიდლად / გასაყიდად
ყოველივე ამის შედეგად, ბანკს ერღვევა ბალანსი იმ უცხოურ ვალუტას შორის რასაც თავად ფლობს და იმას შორის რისი ვალდებულებაც აქვს სხვების მიმართ (მაგალითად შენი დოლარში დენომინირებული დეპოზიტი ბანკში).
ამგვარად, სავალუტო ვაჭრობისას კომერციული ბანკების ძირითადი მიზანია დახურონ ეს საკუთარი ღია სავალუტო პოზიციები, ანუ ჭარბი დოლარი გაყიდონ ან დანაკლისი შეივსონ ყიდვით.
რომელიღაცა ბანკს გაყიდვა მოუნდება, ვიღაცას ყიდვა... ხოლო აქ დადებული გარიგებებიდან უკვე გამომდინარეობს შემდეგი დღის ოფიციალური გაცვლითი კურსი.
თუ ქვეყანაში დოლარის მასა უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ლარისა, მაშინ ყოველდღიურად კომერციულ ბანკებს სულ უფრო და უფრო მეტი დოლარი დარჩებათ და სულ უფრო და უფრო მეტი გაიტანს ამ სავალუტო ვაჭრობაში დოლარს გასაყიდად, რის შედეგადაც ლართან მიმართებაში დოლარის გაცვლის კურსი ქვემოთ წამოვა. თუ პირიქით ხდება ქვეყანაში, მაშინ პირიქით კურსი ზევით მიდის.
ახლა, რა ახდენს გავლენას დოლარის მასაზე ქვეყანაში:
1) სავაჭრო ბალანსი - საქართველოდან რამე რომ იყიდება, გადის საქონელი / მომსახურება და შემოდის მყარი ვალუტა - ძირითადად დოლარი. ხოლო როდესაც რამეს ვყიდულობთ გარედან, შემოდის საქონელი / მომსახურება და გადის მყარი ვალუტა - ძირითადად დოლარი. რადგანაც საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს (იმპორტი ექსპორტზე 2-3-ჯერ მეტია) ამ ნაწილით გამოდის რომ დოლარი საქართველოდან გაედინება და ლარი-დოლარის გაცვლის კურსს მაღლა წევს.
2) პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - უცხოური ქვეყნები თუ საქართველოში ფულს აბანდებენ, შემოაქვთ დოლარი და ეს მოვლენა კურსს დაბლა წევს.
3) სახელმწიფოს მიერ აღებული სესხები / მიღებული გრანტები - იგივე პრინციპით რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შემოდის დოლარი, კურსი მოდის დაბლა.
4) ტურიზმი - ჩამოდის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჩამოაქვს დოლარი - კურსი მოდის დაბლა.
5) ფულადი გადარიცხვები - საქართველოს მოქალაქეები მცხოვრებნი და მომუშავეები ქვეყნის გარეთ, რომლებიც ფულს (დოლარს) გზავნიან საქართველოში საკუთარი ნათესავების შესანახად, კურსს სწევს დაბლა.
6) სხვადასხვა კომპანიებისა და კომერციული ბანკების მიერ უცხო ქვეყნებიდან აღებული სესხები, უცხოურ ვალუტებში - კურსს სწევს დაბლა.
ძირითადად ეს ფაქტორებია. თითოეულ მათგანს აქვს თავისი + ეფექტი დოლარის კურსზეც და - ეფექტიც. თუმცა, ჩამოთვლილთაგან, როგორც დავწერე, საქართველოს შემთხვევაში, კურსის აწევაზე მხოლოდ 1 ფაქტორი მოქმედებს, დანარჩენი 5 ყველა კურსს ადაბლებს.
შესაბამისად როდესაც 2+3+4+5+6-ის "-" ეფექტი მეტია ვიდრე 1-ის "+" ეფექტი, მაშინ ლარი-დოლარის კურსი მიდის ქვემოთ. ეს ხდება დღეს საქართველოში. ახლა რომ დავუბრუნდეთ სულ თავიდან ნახსენებ სავალუტო ვაჭრობას და იქ საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციას -
როდესაც დღის ვაჭრობაზე კომერციული ბანკები დებენ ერთმანეთთან გარიგებებს, კურსი ან მნიშვნელოვნად იცვლება ან უმნიშვნელოდ.
თუ უმნიშვნელოდ შეიცვალა, ეროვნული ბანკი არც არაფერს შვება, ხოლო თუ მიმდინარე ვაჭრობის შედეგად კურსი ფიქსირდება წინასგან დიდად განსხვავებული, ეროვნული ბანკი ახდენს ე.წ. "ინტერვენციას" და:
1) თუ დოლარი - ლარის კურსი წინაზე ბევრად მაღალი ფიქსირდება, გამოაქვს საკუთარი დოლარი და შედეგად კურსს დაბლა წევს.
2) თუ დოლარი - ლარის კურსი წინაზე ბევრად დაბალი ფიქსირდება, თავად ყიდულობს ჭარბ დოლარს და შედეგად კურსს მაღლა წევს.
აქ, ეროვნულ ბანკს ერთადერთი ფუნქცია აქვს - არ დაუშვას დღიდან დღემდე მკვეთრი რყევები, რომ დღეს თუ კურსი 1.62-ია, ხვალ 1.8 ან 1.4 არ გახდეს.
გრძელვადიანში, ეროვნული ბანკი კურსს ვერ დაიჭერს ამ ინტერვენციებით, რადგანაც:
1) კურსის დაბლა ხელოვნურად დაწევა, გულისხმობს რომ ეროვნულმა უნდა გამოიტანოს ბევრი ბევრი დოლარი ან ამოიღოს ეკონომიკიდან ლარი (სხვა მექანიზმებით).
2) კურსის მაღლა ხელოვნურად აწევა, გულისხმობს რომ ეროვნულმა უნდა შეისყიდოს ბევრი დოლარი და სანაცვლოდ გამოუშვას ბევრი ლარი.
ანუ 3 სქემაა დასახელებული, აქედან:
1) ბევრი დოლარის გამოშვება შეუძლებელია, რადგანაც როცა იქნება ეროვნულსაც გაუთავდება ეს დოლარი და დამთავრდება მანდვე ყველაფერი.
2) ეკონომიკიდან ლარის ამოღება ნიშნავს დეფლაციური პროცესის დაწყებას, რომელიც საბოლოოდ ბოლოს მოუღებს იმ საცოდავ ექსპორტს რომელიც გვაქ და გააჩერებს ყველანაირ ეკონომიკურ წინსვლას, ინვესტიციების შემოდინებას ...
3) ბევრი ლარის გამოშვება კი გულისხმობს ინფლაციას, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს, მაგრამ სამაგიეროდ დააზარალებს სხვა ყველაფერს ეკონომიკაში და დაარტყავს თითოეულ ოჯახს უშუალოდ.
ასე რომ, გრძელ ვადაში, ეროვნულ ბანკს ხელოვნურად ვალუტის კურსზე ზემოქმედების საშუალება არ აქვს.
დღეს რაც ხდება, ეს ბუნებრივი შედეგია იმ 1:6 მოვლენებისა რაც ზემოთ ჩამოვწერე.
იმედია გასაგები იყო იმისთვის, ვისაც მართლა აინტერესებდა მიზეზი
This post has been edited by tbilisi123 on 17 May 2012, 11:48