შენ ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული

ეს ბოლო ინფო ვისაც აინტერესებს:
გუშინ, გვიან ღამით „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისგამო, დღეს, 12 საათზე, „მეცხრე არხის“ საინფორამციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე დაკითხვაზე დაიბარეს. რუხაძე დაკითხვაზე საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. ის ამ დროისთვის თავისუფალია.
როგორც მისი ადვოკატი შალვა თადუმაძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას აცხადებს, მის კლინეტს შეკითხვები დაუსვეს, რის შემდეგაც ის უპრობლემოდ გამოუშვეს.
„დაკითხვა მიმდინარეობდა დაახლოებით საათნახევარი, დაკითხვის შემდეგ თამუნა რუხაძე თავისუფალია, რაგდან საქმე აღძრულია ფაქტზე და არა კონკრეტულად ვინემეს წინააღმდეგ. ექსპერტების დასკვნის შემდეგ გადაწყდება დადგება თუ არა ვინმე პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ეპაზე კონკრეტული ადამიანის მიმართ საქმე აღძრული არ არის“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.
მისივე განცხადებით, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე დაზარალებული მამაკაცი მთვრალი იყო, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ ესეც ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
„გადმოცემით, ჩემი კლიენტისგან ვიცი, რომ დაზარალებული იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. რაც შეეხება ჩემს კლიენტს, თამარ რუხაძე აბსოლუტურად ფხიზელი იყო. მან გაიარა ორი ექსპერტიზა და ვერაფერი ვერ აღმოუჩინეს“,- ამბობს თადუმაძე.
მისივე ინფორმაცით სტაბილურია დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობაც.
„ამ ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე მედია საშუალება ამბობს, რომ ძალიან მძიმედაა, თუმცა, როგორც ვიცით მისი მდგომარეობა სტაბილურია და აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“-, აცხადებს შლვა თადუმაძე.
ადვოკატს უჭირს იმის თქმა, თუ რამდენ ხანში იქნება ექსპერტიზის პასუხი.
„აქ საუბარია ავტომობილის ექსპერტიზაზე, შემთხვევის ადგილის ექსპერტიზის პასუხებზე, ასევე უნდა დაგდინდეს იყო თუ არა დაზარალებული მთვრალი.სწორედ ამ მტკიცებულებების ერთობლიობის მერე დადგინდება დეტალები. როგორც კი ახალი გარემოება გამოიკვეთება, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთთ,- აცხადებს შალვა თადუმაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას აცხადებს, რომ საქმე აღძრულია ფაქტზე და არა კონკრეტულ პირზე.
„საქმე აღძრულია და მეტს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ დეტალებზე“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შოთა უტიაშვილმა.
შეგახსნეებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, „ლაგუნა ვერესთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა რომელსაც „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი თამარ რუხაძე მართავდა, ფეხით მოსიარულე ორ მამაკაცს დაეჯახა. ერთ- ერთი მამაკაცს დაზიანებები აქვს მიღებული. დაზარალებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ექიმები ამბობენ, დაზარალებულის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
This post has been edited by Civilian on 21 May 2012, 16:26