მადეირაგანსაკუთრებულად დაპანიკებულებისთვის :.....საპენსიო რეფორმა, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმა, უმწეო მდგომარეობაში მყოფთა დახმარების სისტემა. ამ სფეროებში პროგრამით გათვალისწინებული რეფორმა გულისხმობს პირად პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სოციალური სისტემების ჩამოყალიბებას, რეფორმის პირველ წლებში სახელმწიფოს აქტიური ჩარევით.
საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალური საოჯახო დახმარება: ქვეყანას არ გააჩნია არც სახელმწიფო (სავალდებულო) და არც კერძო (ნებაყოფლობითი) საპენსიოდაზღვევის ერთიანი სისტემა.
2004 წლიდან საქართველოში გაუქმებულია სოციალური დაზღვევის კანონმდებლობა და სოციალური (საპენსიო) დაზღვევის შენატანი. ამიტომ არ გაგვაჩნია სახელმწიფო პენსიის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი განმარტებაც კი და ის გაიგივებულია ხანდაზმულ თათვის სახელმწიფო შემწეობასთან.
დღეს სახელმწიფო პენსიის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნება-სურვილზე, ყოველი უმნიშვნელო მატება ემთხვევა პოლიტიკურ კალენდარს და იღებს ხელისუფლების „წყალობის”ფორმას. უფრო მეტიც, „წყალობის“ გამცემი ხელისუფლება, როგორც წესი, სანაცვლოდ საარჩევნო ხმებს ითხოვს პენსიონერებისაგან.
ასეთი სისტემა სხვა არაფერია, თუ არა საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩეველთა მოსყიდვა, პოლიტიკური კორუფცია და, რაც სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით საშიშია, ავტორიტარიზმის სოციალურ-ფინანსური საფუძველი. პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო სრულადარ ამოქმედდა არასახელმწიფო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ კანონი.
არსებული სისტემის პირობებში პენსია უშუალოდ ბიუჯეტიდან გაიცემა, რაც ბიუჯეტის მუდმივად ზრდად დანახარჯებს იწვევს და არ იძლევა შესაფერისი ოდენობის პენსიების გაცემის საშუალებას.
დემოგრაფიული ტენდენციის გათვალისწინებით, აღნიშნული გარემოება სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. საჭიროა ჩამოყალიბდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლითაც მოქალაქის მიერ პენსიის მიღების საფუძველი იქნება მისი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრები.
საქართველოში ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის უნიფიცირებულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც თანდათანობით გავხდებით ევროპის სოციალური სივრცის ორგანული შემადგენელი ნაწილი.
ახალი სისტემის საფუძველი არის მსოფლიოში აღიარებული ისეთი პრინციპები, როგორიცაა სამართლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა.
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პირველ ეტაპზე ვალდებულებას იღებს,რომ ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული. საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, დაეფუძნება სავალდებულო საპენსიო დაზღვევას. რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს კერძო საპენსიო ინსტიტუტები შეასრულებენ.
პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანისოდენობაზე. სახელმწიფოს ექნება გამოკვეთილი მარეგულირებელი ფუნქცია, რათა სისტემამ შეინარჩუნოს სტაბილურობა.
გარდა ამისა, არასრული სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეებს დაენიშნებათ (ან შეევსებათ) სოციალური პენსია.
საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარჩენალდაკარგულთა, პოლიტრეპრესირებულთა, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა, ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და სხვა სპეციფიკური კონტინგენტის სახელმწიფო პენსია;
აღმოიფხვრება 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაცია და მოხდება მათი პენსიის გადაანგარიშება დღეს მოქმედი ნორმატივების საფუძველზე.
არსებული საპენსიო დანამატები „დამსახურების“მიხედვით გაიზრდება ძირითადი პენსიის მატების პროპორციულად. ...................
წყარო :
http://ru.scribd.com/doc/104513449/%E1%83%...%83%9B%E1%83%90პ.ს. საქსტატს გერმანია აფინანსებს მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ადგენს ხოლმე საარსებო მინიმუმს. მაგ: საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, საქსტატი 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N 111/ნ ბრძანების შესაბამისად.
2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ახორციელებდა.
* * *
მადეირა