გიორგი თარგამაძე - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაჩუქარ ჩაფხუტს მიხეილ სააკაშვილს დავუბრუნებ
20:27 26-05-2012
გიორგი თარგამაძე ნაჩუქარ ჩაფხუტს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიციაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად დაუბრუნებს. როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებს დღევანდელი საზეიმო სხდომისა და აღლუმის დასრულების შემდეგ განუცხადა, ჩაფხუტის მისთვის ჩუქება პრეზიდენტის მხრიდან სიმბოლური ჟესტი იყო.
"თუ მას სიმბოლურად მივიღებთ, როგორც მშენებლობის ალეგორიას, მაშინ მე ამ საჩუქარს სიამოვნებით ვიღებ, რადგან ჩვენ ნამდვილად გავასწორებთ იმას, რაც მრუდეა ქვეყნის მშენებლობაში და დავასრულებთ იმას, რაც დასამთავრებელია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად დავუბრუნებ პრეზიდენტს, რომელიც იმ დროისთვის ოპოზიციაში იქნება. ჩაფხუტს დავუბრუნებ იმის იმედით, რომ არც მას და არც სხვას ასეთი ჩაფხუტი თავდასაცავად არ დასჭირდება", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის სხდომათა დარბაზში ჩაფხუტით შევიდა და ის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს გიორგი თარგამაძეს სიმბოლურად გადასცა.
იპნ
პრაქტიკულად დაა@@@ თავზე
მიშა ---- ჯიგარი ხარ , გეხუტუნე
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...