#31478922 · 2 Jun 2012, 18:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმიტომ არ მივდივარ, რომ ნაციონალების ქართული ოცნებით შეცვლაში ქვეყნისთვის ოპტიმალურ გამოსავალს ვერ ვხედავ. მე მინდოდა, რომ ნაციონალები შეეცვალა ისეთ ძალას, რომლის პროდასავლურობაც დამაჯერებელი იქნებოდა როგორც საგარეო-პოლიტიკური, ისე ფასეულობებზე ორიენტაციის თვალსაზრისითაც და არა ამ უკეთეს შემთხვევაში გაურკვეველი ორიენტაციის ამორფულ პარტიებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ საუბრობენ აშშ-სა და ნატოზე, რომ როგორც იქნა მიხვდნენ რომ მათივე ძველი ანტიდასავლური რიტორიკა მათთვის წამგებიანი იქნება წინასაარჩევნოდ.
რადგან ქართულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო თავისი წიაღიდან ასეთ ნამდვილი პროდასავლური ძალის ჩამოყალიბება და მაქსიმუმი რაც შეძლო ნაციონალების ალტერნატივად წარმოედგინა ეს პარტიები და ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი შევარდნაძისტული ბალასტია, მაშინ მე მკიდია ასეთ საზოგადოებას ვინ მართავს და რა მეთოდებით.
ჩემი ვარაუდით, ასეთი ცვლილება უკეთეს შემთხვევაში ისეთივე არაფრის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, როგორც იანუკოვიჩის მოსვლა უკრაინაში. არავითარი სურვილი არ მაქვს ამაში მონაწილეობა მივიღო. ჩემი ქვეყანას არცერთი არ ჭირდებით და დაგიხოციათ ერთმანეთი. ვინც ფიქრობს, რომ ამ პოზიციის გამო "მიშისტი არ ვარ მაგრამ" ვარ და ა.შ. შეუძლიათ ჭონქაძიდან გამოქანდნენ. ბიდლოს აზრი ყოველთვის ფეხებზე მეკიდა.
This post has been edited by სტარკი on 2 Jun 2012, 18:29
--------------------
ბიძინახუი (c) კოტე ყუბანეიშვილი აი მოვა მაკიაველი და აგიხსნით (c) kvarkvare
|