არ მინდოდა ამ თემაში შემოხედვა..
შემოვიხედე და პოსტები ვნახეეეე
ნეტავ არ მენახა...
ამ ახალგაზრდებს რა გრჯით ნეტავ..
უამრავი საშინელება მახსოვს მაგრამ ერთი ღამე არ დამავიწყდება-სიცივისგან რომ ვტიროდი, ფეხმძიმე...
ჰოდა კიდევ სახლთან (კერძო სახლი გვქონდა მაშინ და მოგვიწია გაყიდვა ვალების გამო),გარაჟის სახურავთან სამი ხაზი გადიოდა დენის, ჩემს ქმარს რაღაც ჯოხი ჰქონდა ბოლოში კაუჭოთ. აძვრებოდა ხოლმე სახურავზე და ჩამოდებდა ამ კაუჭს სადენს. სადაც გააჟრიალებდა იქ იყო დენი...

ჰოდა რუბილნიკი "გვქონდა", პირველი ხაზი, მეორე ხაზი და ა.შ.
კიდევ იმავე სახლში მარტო ვიყავი ერთხელ ბავშვებთან და ორ მოხუცთან ერთად, და ნავთს ვასხამდი ღუმელში, ამომიყირავდა მძიმე კანისტრა და ხანძარი გაჩნდა..
აღარ ვიცოდი ჯერ ბავშვები გადამერჩინა, თუ მწოლიარე მამა....
მორიგეობები მახსენდება ნევროლოგიის ინსტიტუტში.
რამე გულსხეთქებით-როდის დამადგებოდნენ თავზე იარაღით რელანიუმი გვინდაო, არ ვიცოდი...
დააქციეს ნაცებმა ეს აწყობილი ქვეყაანა, ამათი დედაც...
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare