ელმავალმშენებელი შევარდნაძის დროს დაითრიეს მაგისმა დირექტორებმა და უმფროსებმა... ვაუჩერები დაურიგეს თანამშრომლებს პრივატიზაციის და ისევ
მაღალმა თანამდებობის პირებმა იყიდეს კაპიკებში.. ელმავალმშენებლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში რუსეთის მოქალაქეები 2005 წლიდან
ჩნდებიან, როდესაც რუსულმა Dema Compiuters-მა აქციათა 51% შეიძინა. 36% ზურაბ ცინცაძეს,
12,76% კი საწარმოთა მართვის სააგენტოს დარჩა. სამეწარმეო რეესტრში დაცული
დაკომუნეტებიდან არ ჩანს, რა თანხად იყიდა საკონტროლო პაკეტი Dema Computers-მა ... მოიკითხეთ ვინ იყო დირექტორი ნაცებამდე და აქციების წილს ვინ რამდენს ფლობდა.. სახელმწიფო საკუთრებაში არ იყო ეგ ქარხანა.. 1998 წლიდან საააქციო საზოგადოებაა . .
სამართლებრივი ფორმა:ს.ს. (სააქციო საზოგადოება) საიდენტიფიკაციო კოდი:200002068
რეგისტრაციის ნომერი:1/5-33 რეგისტრაციის თარიღი:30/12/1998
--------------------
კავშირგაბმულობის კომპანია “მობიტელი” საქართველოში 2007 წელს “ბილაინის” ბრენდით
შემოვიდა. კომპანია რუსული „ვიმპელკომის“ ჯგუფის წევრია. “ბილაინი” საკუთარ
აბონენტებს ფიჭური კავშირის მომსახურებას აწვდის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
ცნობით, უკვე 2013 წლისთვის მობიტელის საბაზრო წილმა მობილური აბონენტების
რაოდენობის მიხედვით 22.6% შეადგინა. მაგთიკომს 42.8%, ჯეოსელს კი ბაზრის - 33.9%
ეკუთვნის. 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, მისი აბონენტების რაოდენობა 1,205,647
შეადგენს.
ვიმპელკომის აქციათა ხმათა 43% ნორვეგიულ საკომუნიკაციო კომპანია Telenor-ს ეკუთვნის.
47.9% რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის ალფა ჯგუფის წევრი
Altimo-ს ეკუთვნის, ფორბსის 2014 წლის მონაცემებით, ფრიდმანი ყველაზე მდიდარ რუს
ბიზნესმენებს შორის მეორე ადგილზეა.
2014 წლის ფორბსის მონაცემებით, ფრიდმანი ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის
მეორე ადგილზეა.
მასვე ეკუთვნის მინერალური წყლების კომპანია “შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო ”
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა კომპანია "IDS Borjomi"-ს საკონტროლო
პაკეტი "Альфа-Групп"-ს 2013 წელს მიჰყიდეს.
------------------------------------
ომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ საქართველოში ამ სახელით 2002 წლიდან ფუნქციონირებს.
„ლუკოილ ჯორჯიას“ საწვავი საქართველოში ბულგარეთიდან შემოაქვს და ის ერთ-ერთი
მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიაა - საქართველოში ფლობს 62 ბენზინგასამართ
სადგურს.
“ლუკოილ ჯორჯია” რუსული სააქციო საზოგადოება “ლუკოილის” შვილობილი კომპანიაა.
“ლუკოილი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ნავთობისა და გაზის კომპანიაა,
რომელიც დადასტურებული ნავთობის მარაგების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა,
ხოლო ნავთობპროდუქტების წარმოების მიხედვით მე-6 ადგილს იკავებს. “ლუკოილის”
ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილები, გადამამუშავებელი ქარხნები და ბენზინგასამართი
სადგურები განთავსებულია რუსეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის, აზიისა და
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
“ლუკოილ ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში, 1998 წელს
რეგისტრირებული კომპანია “ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი”
--------------------------------------------
საინტერესო სტატია ენერჯი ინვესტზე. .
რუსულ-ქართული კომპანიის გენერალური დირექტორი დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მაი.'10 / 17:45
რუსულ-ქართული კომპანიის ”ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენადი მალაზონია დაკავებულია. იგი ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, განაცხადა მთავარმა პროკურატურამ 20 მაისს.
მალაზონია, რომელიც 19 მაისს დააკავეს, ასევე ეჭვმიტანილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ”რის შედეგადაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი მიადგა,” – განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია ”ენერჯი ინვესტი” რუსთავის ”აზოტის” და გარდაბნის 110 მეგავატი სიმძლავრის გაზოტურბინის მფლობელია, რომელიც რუსულ ”ვნეშტორგბანკთან” ერთობლივი საწარმოა. გავრცელებული ინფორმაციით, ”ენერჯი ინვესტის” აქციების უმეტესობის მფლობელები რუსული კომპანიები ”ინტერგაზინვესტი” და ”ინტერინვესტი” არიან.
2004 წელს ”ენერჯი ინვესტში” მისვლამდე მალაზონია 1999 წლიდან სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ, ანტი-მონოპოლიური სამსახურის უფროსად და ფინანსთა და განათლების მინისტრების მოადგილეებად.
https://old.civil.ge/geo/article.php?id=22741==============================================================================================
მადნეული და კვარციტი ნაცების დროს გაიყიდა რუსებზე , 2012 წელს კიდევ გაიყიდა რუსებზე და თან ქოცების მინისტრის ბრძანებულებით ააფეთქებინეს საყდრისის მაღარო.. პირსისხლიანებს ეგ არ უკადრებიათ . პირიქით კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდათ მიონიჭებული რაც ქოცებმა მოუხსნეს..
„გაერთიანებული ქართული ბანკის“ აქციები რუსულმა “ვითიბიმ” 2005 წელს შეიძინა. მართალია.
საქართველოს მთავრობამ,
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ქალაქ თბილისის მერიამ ოფშორულ ზონაში
რეგისტრირებულ შპს “მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედს” მიჰყიდა “თბილისის წყალი”,
“რუსთავწყალკანალი”, “მცხეთაწყალკანალი”, “საქწყალკანალი”. ხელშეკრულების თანახმად,
წილის ნასყიდობის საფასური იყო ჯამში 80 011 208 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
თანხის გადარიცხვა ორ ტრანშად განხირციელდა. კომპანიაში მალევე შეიცვალა მენეჯმენტი
და გენერალურ დირექტორად რუსეთის მოქალაქე იური ლესი დაინიშნა.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სახელწოდებით კომპანია 2009 წლიდან ოპერირებს.
კომპანიის მესაკუთრე „მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედსაც” სახელწოდება იმავე წელს
შეეცვალა და “ჯორჯიან გლობალ უთილითის” გახდა.
ესეც მართალია//
მეტი ვერაფერი იპოვნე ამხელა სპისოკში ? )) 500 კილოგრამი ხაზები ვისია ძმაო რატომ არ ამბობ
This post has been edited by moen29 on 24 Aug 2020, 02:57