ტიფლისში ვიყავი..
7-ში შვებულება დამიმთავრდა...
მახსოვს თანამშრომლები ყოველ ნახევარ საათში ჟანდარმებივით შევარდებოდით ხოლმე ჩვენი დიზაინერის ოთახში სადაც დიდი ტელევიზორი და საქართველოს რუკა იყო და ველური ყიჟინით ავღნიშნავდით ჩვენს გამარჯვებებს
ჩემს თანამშრომელს ვუმტკიცებდი ასე თუ გავაგრძელდეთ სოხუმამდე ერთ კვირაში ჩავალთთქო..
დღის ბოლოს რაღაც ფინთად იყო საქმე...,31–ე ქარხნის ტერიტორიაზე და მარნეულში ჩამოაგდეს ბომბი ..
ჩვენი ძირექტორიც აშკარად ფერნაცვალი ჩანდა, ასე უღიმღამოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და გავსქურე სახლისკენ..
დედაჩემი უკვე საჩხერიდან მოჰქროდა...გზადაგზა გორიდან გამოქცეულ ხალხს ვისვამდით ავტობუსშიო..
მერე დაიწყო ტელევიზორთან თვალების გამოღამება და კბილების კრაჭუნი
მეძინა შორტებით, გვერდით ჩანთაში მედო ზაფხულის ხელფასი და ყოველ წუთს ველოდებოდით ევაკუაციას..მაგრამ სად მივდიოდით ეგ აღარ ვიცი..
მახათას მთას, რომ ესროლეს ასე გიჟებივით ჩავცვივდით ეზოში, მარა კაციშვილს არ გამოუყვია თავი გარეთ...ორი ნარკომანი მეზობელი დაკანკალებდა იქვე..ეგ იყო რაა
მერე გზა, რომ გაიხსნა გავუდექით საჩხერის გზას, გადავლახეთ რუსების ბლოკპოსტი...დედაჩემი იფოფრებოდა გოგონებს არაფერი დაუშავონო, მაგრამ ზედაც არ შემოუხედიათ
საჩხერეში დაპანიკებული იყო უკვე ხალხი...ოსებისგან სიმწარე პერევს ახსოვდა, რუსებისგან ჯერ არა..)))
ხმა იყო გავარდნილი სამთო სკოლას დაბომბავენო, მაგრამ ავცდით მაგასაც..
ერთ ღამეს ქუჩის განათებაც გამორთეს..ქალაქი შენიღბეს ვითომ
ჯაჭვის აქციაში ვიდექით მანამდე ვიდრე არ დავიხრუკეთ...მოკლედ, ძალიან პატრიოტულ ნოტებზე ვიყავი ეს მახსოვს

მერე ისევ წამოვედით ტიფლისისკენ..იქ ჭერათხევზე მაგარი მწვადი და ხაჭაპური იცის..მახსოვს დუქანის მეპატრონეს ვეკითხებოდი –აქვე, რომ პოსტია ეგ რუსები აქ თუ მოდიანთქო? კიო, მოაგრიხინებენ ტანკს, წყლით ავსებენო(?), მერე "მცვადს" და "ქაჩაპურს" დააყოლებენო, ფულს კი მაძლევენო და ისევ უკან მიგრიხინებენო...შემეცოდა საწყალი, მაინცდამაინც არ იყო კმაყოფილი ამისთნა კლიენტებით...ჩემს დას იდეები აწუხებდა–მაგ მწვადში, რომ რამე დასაძინებელი გაურიოთ არ გამოვაო?))))
მოკლედ, მეორედ აღარ მინდა იგივე ისტორიის განმეორება...დავიღალე
This post has been edited by shaneli on 9 Aug 2012, 10:22
мне никогда не нравились мужчины, в которых я была влюбленаб и я никогда не была влюблена в мужщин, которые мне нравылись