axalirevoluciaმე არამარტო ამ თემაში, არამედ სხვა თემებშიც
არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია,
რომელიც ვიმეორებ არც ოპოზიციაა, არც
პოზიცია და არც თავშეკავებული არ ვარ.
რატომ არის გაუგებარი ვერ ვხვდები.
რატომ უნდა მივეკუთვნებოდე რომელიმე
პარტიას?
მოვიდა მიშა პრეზიდენტად,
მე ვიტყვი რა გააკეთა კარგი ქვეყნისთვის
და რა გააკეთა კარგი მოსახლეობისთვის.
ვიტყვი ასევე რა გააკეთა ცუდი ქვეყნისთვის
და მოსახლეობისთვის.
მოვა ბიძინა ხელისუფლებაში? მოვიდეს კაცო,
მე კი არ ვუშლი, მაგრამ კარგს გაუკეთებს ქვეყანას
ვიტყვი და ცუდს გაუკეთებს და ცუდსაც ვიტყვი.
ჩემთვის კი არ ვიბუტბუტებ, სახალხოდ დავწერ.
საკმაოდ ხმამაღლა ვიტყვი სათქმელს.
რევოლუციას ზოგჯერ მსხვერპლი მოჰყვება, მე ეს მესმის
როგორც მიშას გაუშვებენ, ისე გაუშვებენ შემდეგსაც
თუ შეცდომებს დაუშვებს და ვერ შეარულებს თავის
დანაპირებს.
მე რომელსაც მძულს, ყოველივე რასაც მათ
დაპირისპირებებში ვხედავ, უშუალოდ მეც
გავხდე მონაწილე?
მე ზოგადად ომის წინააღმდეგი ვარ,
მხარეს ჩემს შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა
(გარდა როცა საქართველო, როგორც ქვეყანა
ომობს სხვა ქვეყანასთან და ეს ღმერთმა გვაშოროს).
ამ პოლიტიკურ სისხლისღვრაში არ მივიღებ მონაწილეობას,
მიუხედავად იმისა რომ ვიცი ამ ეტაპზე მე ვერაფერს შევცვლი.
რაც შეეხება კამპანიას,
მე ვისურვებდი იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც
არც ოპოზიციაში არიან, არც პოზიციაში, მაგრამ არც ჰკიდიათ
ქვეყნის ბედი.