http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%A8%E1%83%90ახლანდელი სიმბოლიკა: დროშა უმეტესობას მოსწონს გარეგნულად და მისი არსი არის ქრისტე და 4 მახრობელი, ასევე განიმარტება, როგორც საქართველოს 4 კუთხე (ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო) და დიდი ჯვარი კი აღნიშნავს ჩრდილოეთს სამხრეთს, აღმოსავლეთს და დასავლეთს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს დროშა ჯვაროსნული ომებიდან არის გადმოღებული, ვინც იერუსალიმში არის ნამყოფი იქ არის ჯვაროსნების მუზეომი, გარედან კი ხუთჯვრიანი დროშა აქვს კარის მაღლა, ასევე შიგნით მებრძოლის ფარზე არის გამოხატული
საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.
ტექსტი:
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%9C%E1%83%98საქართველოს სახელმწიფო გერბი — საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 10 ოქტომბრიდან (მიღებულია პარლამენტის მიერ და ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის 1 ოქტომბერს)[1][2]. სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი. თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი იმეორებდა ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის კონცეფციას და გამომსახველობას, თუმცა მრავალი განხილვის (სახალხო, თუ საპარლამენტო) შემდეგ, გერბის ძირითადმა ნაწილმა მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: წმინდა გიორგის ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ ფარზე[3]. 2004-2005 წწ ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯის რეკომენდაციებით მოხდა გერბის დახვეწა და ჩამოყალიბდა საბოლოო, დღევანდელი სახით, რაც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებებით დაამტკიცა[4].
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორგანული კანონით დადგენილია საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობა, მისი გამოსახვის ფორმები, გამოყენების სფერო, გამოყენებისა და დაცვის წესი, ასევე შექმნილია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით, ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%91%E1%83%98


ძველი სიმბოლიკა:
საქართველოს ძველი დროშა 1918 წელს იაკობ ნიკოლაძემ შექმნა, მისი ფერებია: მეწამული, თეთრი და შავი, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ძალიან სევდიანი დროშაა, ეს სამი ფერი გამოხატავს "სიბრძნე, სიმართლე, ძალა" ასვე აქვს სხვა განმარტებაც...
მისი შექმნისას გამოიყენეს სხვადასხვა დროს საქართველოში არსებული ჰერალდიკური ფერები: შავი (ბაგრატიონთა საგვარეულო), თეთრი (სახელმწიფო) და შვინდისფერი (ამირსპასალარის). ამრიგად, დროშაც ამთლიანებდა ქვეყნის ისტორიას... ოღონდ, მას ერთი თვისებაც გააჩნია: საქართველოს სამფეროვანი დროშა ერთგვარი დრამატიზმის მატარებელია და ამ თვალსაზრისით სრულიად მიესადაგება იმ მძიმე ხვედრს, რაც ჩვენს სახელმწიფოს არგუნა ბედმა XX საუკუნეში ეს დაღვრილი სისხლი და ჭირ-ვარამი რომელიც საქართველომ თავისი წმინდა ქვეყნის დაცვისთვის გადაიტანა გამოისახება შესაბამისად წითელ და შავ ფერებში. ასე რომ შავი თეთრი და წითელი ეს ის ფერებია რომელნიც სიმბოლურად გამოსახავენ ქართველი ერის ისტორიულ ყოფას. ჰო კიდევ ის რომ ძველ ქართულ მითოლოგიაში სამყარო ამ სამ ფერებში იყო წარმოდგენილი ზესკნელი-თეთრი, შუასკნელი-წითელი და ქვესკნელი შავი. ანუ ქართველის ცნობიერება ამ სამ ფერში შლიდა და წარმოიდგენდა სამყაროს აქედანვე ჩანს თუ რა საკრალური და ღრმა დატვირთვის მნიშვნელობის მატარებელია ეს ფერები ქართველთათვის ოდითგანვე.
გერბზე გამოხატულია წითელ ფონზე წმინდა გიორგი თეთრ ფერად, ისევე როგორც ახლანდელ ლოგოზე რომელიც გამოხატავს, თუ როგორ ებრძვის საქართველო მის მტრებს.
სხვათაშირის მეფეების დროს წმინდა გიორგი იყო გამოსახული საქართველოს დროშაზე.
დიდება — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1918-1921 წლებში და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991-2004 წლებში. ის ამავადროულად პირველი ქართული ეროვნული ჰიმნია. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს.
ამ ჰიმნზე ამბობენ დასაწყისი გერმანიის ჰიმნიდან არის გადმოღებულიო
ტექსტი:
დიდება ზეცით კურთხეულს!
დიდება ქვეყნად სამოთხეს!
ტურფა ივერსა,
დიდება ძმობას, ერთობას!
დიდება თავისუფლებას!
დიდება სამარადისო
ქართველ მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს!
დიდება ჩვენი სიცოცხლის
მიზანს დიადსა!
"ვაშა!" ტრფობასა, სიყვარულს,
"ვაშა!" შვებასა, სიხარულს,
"სალამი!" ჭეშმარიტების,
შუქ - განთიადსა.
ყოველივე ეს ძველი სიმბოლიკა შეიქმნა საქართველოს პირველ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის .


პ.ს.
არ დაიწყოთ ის შევარდნიძის დროინდელია და კრიმინალის და ჩანბნელების სიმბოლოა, ეს მიშას დროინდელია, და მაგიტომ არ მევასება, და არ დამაბრალოთ რუსეთის აგენტობა