ცოლი საჩხერელი, სიმამრი "მეოცნებე"
17:13 26.09.2012
[ნატალია კალანდაძე]
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მეოცნებე“ კრიმინალთა აუდიო–ჩანაწერები გამოაქვეყნა, ოლიგარქის დაბნეულმა მონებმა "შეცდომების" ძიება დაიწყეს.
ზოგი „სკაიპით მონათლულმა“ ქურდმა "მოხიბლა" და ზოგი "საიქიოდან მობრუნებულმა". გამოქვეყნებული აუდიო–მასალის რეალურობაში რომ შეეტანათ ეჭვი, ვიღაცამ ისიც თქვა, კანონიერი ქურდი ნემსიწვერიძე 2 წლის წინ მოკვდაო.
ეპიზოდი პირველი - ქურდი ნემსიწვერიძე
როგორც ჩანს, დიდი „ქურდულოლოგები“ და „ქურდული მენტალიტეტის მკვლევარები“ მიიჩნევენ, რომ ამ სფეროში კარგად ერკვევიან და ღრმა ცოდნის დემონსტრირებას სოციალურ ქსელში ახდენენ.
თუმცა, ამ ეტაპზე, მათ ვერ ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა, რადგან უნდა აღვნიშნოთ რომ ერთი ქურდი ნემსიწვერიძე კი გარდაიცვალა 2 წლის წინ, მაგრამ 2 კიდევ ცოცხალია.
ასე რომ, სოციალურ ქსელში თუ ვინმე გამოიგლოვს ერთ გარდაცვლილ ქურდ ნემსიწვერიძეს, „ანუგეშეთ“, ორი ჯერაც ცოცხალია. და აქედან ერთერთ ქურდ ნემსიწვერიძეს შეხვდა კახი კალაძე. კია კარლოს ბიჭი მოხერხებული, მაგრამ არც ისე, რომ მკვდრებთან გავიდეს კავშირზე.
ეპიზოდი მეორე - ვინ არის რევიშვილი?
დეტალების ძიებისას ტელეკომპანია „მაესტრომ“ თქვა, ლევან რევიშვილი, რომელიც აუდიო ჩანაწერში ფიგურირებდა, ნაციონალების აქტივისტიაო. ჩვენ დავუკავშირდით "ნაციონალურ მოძრაობას" და გავარკვიეთ რომ ასეთი არავინ ჰყავთ აქტივისტებში. სამაგიეროდ, ვინც ფოტოზე ლევან რევიშვილი იცნო, ყველამ იცის რომ მას მეუღლე საჩხერიდან ჰყავს, ხოლო მისი სიმამრი გაგიჟებული "მეოცნებეა" საჩხერეში.
ეპიზოდი მესამე - გუზაბი და მარგიანი
და კიდევ ერთი დეტალი, სოციალურ ქსელში, „მეოცნებეებმა“ ატეხეს ერთი ამბავი, გუბაზ სანიკიძისა და უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურზანიას სატელეფონო ჩანაწერში რომ ვინმე მარგიანი ფიგურირებს, ეგ ე.წ. კანონიერი ქურდი არ არისო.
ისევ „ქურდული დეტალების საფუძვლების“ სპეციალისტები აქტიურობდნენ. მოსმენილის და წაკითხულის მოკლე შინაარსის გადმოცემა უჭირთ „შავების“ სულიერ დებს და ძმებს.
აუდიო–ჩანაწერში არავის უხსენებია ქურდი მარგიანი. გუბაზ სანიკიძე თბილად საუბრობდა ვინმე ქუთაისელ მარგიანზე, რომელიც "კარგი ბიჭი" ყოფილა. მაინცდამაიცნ ქურდი არა, უბრალოდ "კარგი ბიჭი" - გუბაზას კრიტერიუმებით. ჰოდა ეს უბრალოდ ქუთაისელი ბიჭი, შუამავალია გუბაზასა და შევარდნაძის დროინდელ უშიშროების მინისტრს შორის. ეს იყო და ეს. ან ცოდნა „გაიღრმავეთ“ ქურდების მონათესავე სულებო ან ჩუმად იჯექით.
http://presa.ge/new/?m=society&AID=19224დენ დენ დული
შაუ შაუ მერი
აკა დაკა სინიორინა
უსა უსა
ბექსესა ბექსესა