#33863065 · 11 Nov 2012, 16:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართალია, ბარაკობამამ გაიმარჯვა და ირანის ფრონტზე ნატოს თავდასხმის საშიშროება ოდნავ შემცირდა, მაგრამ ის მაინც არის. ასეა თუ ისე, ახლო ან საშუალო მომავალში ჩვენს რეგიონში რაღაც მოხდება და ბაქოსა და ერევანს შორის ომიც დაიწყება. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს ჩვენ ?
და კიდევ, თუკი მოხდა პროქართული პოლიტიკური გარღვევა აფხაზეთ-სამაჩაბლოს ფრონტზე, აქაც არ გამოირიცხება შეიარაღებული კონფლიქტები, რადგან მოსკოვში არის ძალა, უფრო სწორედ ძალები, რომლებიც არანაირად არ შეეგუებიან აფხაზეთ-სამაჩაბლოს რაიმე ფორმითაც კი დაბრუნებას საქართველოში.
გვჭირდება ახალი სტრატეგია დაფუძნებული ორ ბოძზე : წინასწარგანჭვრეტა და მრავალგეგმიანი მზადყოფნა :
ანუ
ყველა შესაძლო სცენარის ჩამოწერა და შესწავლა და ყველა სცენარზე ჩვენი სახელმწიფო რეაქციის ა, ბ და გ გეგმების შემუშავება.
წინასწარ უნდა გვქონდეს ეს საკიტხები დამუშავებული და აქედანვე შესაბამისი მოსამზადებელი პოლიტიკური და სხვა კურსი გავატაროთ. * * *
This post has been edited by badriko on 11 Nov 2012, 19:37
|