ერთი მეგობრის სტატუსზე ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ ცოცხალი თავით არ მაკეთებინებს კომენტარს, ამდენი ნაშრომი დამენანა წასაშლელად, ამიტომ სტატუსის სახით ვწერ და ვუძღვნი ყველას, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი "უკან დაბრუნების" თემის მიმართ და იგივე პათოსით აგრძელებს:
არ ვიცი, შენ "უკან დაბრუნება" როგორ წარმოგედგინა არ ვიცი, ალბათ ერთ დღეს უნდა გამორთულიყო შუქი, გაზი, აეყარათ ასფალტი, დ
აენგრიათ შენობები, გამოეშვათ ციხიდან ყველა, ქუჩაში ავტომატიანებს ერბინათ, სახლში პარკეტი აგვეყარა და დაგვეწვა გასათბობად, რუსული გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად და ოფიციალურად გავმხდარიყავით რუსეთის გუბერნია და ა.შ.
მაგრამ:
- ციხიდან "პოლიტპატიმრების", მმკ-ს ბოსის, ღარიბაშვილის და სუბარის ნათესავების გამოშვება (მაშინ, როცა ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრის მოადგილის ძმა ციხეში იჯდა და ზის და არავის პოლიტპატიმრად არ ჩაუთვლია)
- გაჩეჩილაძის ვაჟის 5000 ლარიანი გირაოთი გამოშვება, როცა ადამიანი დაჭრა (შეგიძლია გადახედო სისხლის სამართლის კოდექსს, რა მუხლს ითვალისწინებს ეს ქმედება), მაშინ როცა გენ.შტაბის უფროსს და მეოთხე ბრიგადის უფროსს (ახალაიას შეგნებულად არ ვახსენებ) 333-ე მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება), ვაშლის გათლის დროს თანამშრომლის გინებისთვის, მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე, ციხეში სვამ და მოროშკინას (მის გარეგნულ იმიჯზე არაფერს ვამბობ, მხოლოდ ჩანგლის და არტილერიის ნაწილზე ვსვამ აქცენტს) სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად ნიშნავ,
- ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება (გაუკვეველი ვადით),
- სახელმწიფო ორგანიზაციებიდან დეპ.უფროსების, სამმართველოს უფროსების, რიგითი კადრების უარგუმენტი გაყრა, მაშინ როცა ბატონი პრემიერი გასცემდა დაპირებებს, რომ პოლიტიკური თანამდებობების გარდა სამსახურიდან არავის გაუშვებდნენ (შეგახსენებ "პოლიტიკურ თანამდებობად" განიხილება მინისტრი და მისი მოადგილეები და არა პოლიტიკური სიმპატიის მქონეები )
- ქართული ოცნების აქტივისტების (კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვან, თუ დაინტერესდები), შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნების, კორუმპირებულობის და არაპროფესიონალიზმის გამო სამსახურიდან გაშვებულების მასიური დაბრუნება სახელმწიფო ორგანიზაციებში,
- რელიგიური კონფლიქტის დროს იუსტიციის მინისტრის მიერ "დედა ეკლესიის" გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ინსტიტუციად გამოცხადება და ბესელიას მიერ (ამის თანამდებობა არ მახსოვს) "არამართლმადიდებლებმა სახლებში ილოცეთ" პათოსით ორივე მხარის პარლამენტში საქმის გასარჩევად დაპატიჟება და ზეობიექტური მეცხრე არხის მიერ აშკარა ტყუილის გავრცელება იმ თემაზე, თითქოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლოცვები აღარ გაიმართება,
- ფინანსთა მინისტრის მიერ 200 მილიონიანად გამოცხადებული ბიუჯეტიდან პრემიერ მინისტრის მიერ 80 მილიონის ჯიბეში ჩადება,
- ქვეყნის პირველი პირისთვის დაფინანსების შემცირება საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდის ფონზე,
- იუსტიციის სახლების, საბაჟოების და თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება, "ხიდს დავანგრევთ, პარლამენტში საკონცერტო დარბაზს გავაკეთებთ, რიყეზე "დედა ზოიას" დავაბრუნებთ" პათოსით,
- მინისტრად კახა კალაძის (ნიჭიერი ბიჭია) და ლევან ყიფიანის (ჯერ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ კაი მამის შვილია) დანიშვნა - სხვა საკამათო სუბიექტებს შეგნებულად არ ვასახელებ.
- კრიმინალის, ნეპოტიზმის და კორუფციის დონის მკვეთრი მატება - ამის კონკრეტული ფაქტებიც მაქვს, მაგრამ დაიდება იმ კვლევების შედეგები, რომელსაც "მოტყუებული ევროპა" ატარებს ხოლმე და გამოჩნდება უფრო ზუსტად.
- რუსეთთან ბაზრის გახსნაზე, ჟენევის ფორმატის ალტერნატიული მოლაპარაკების ფორმატის შექმნაზე, რკინიგზის გაყვანაზე აფხაზეთთან და სხვა საკამათო თემებზე არ დავწვრილმანდები, დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება.
- არც ბიუჯეტის პროექტს ჩავუღრმავდები, სადაც არ არის გათვალისწინებული არცერთი დაპირების შესასრულებელი თანხა - როგორც მინისტრმა თქვა, საიდანღაც კიდევ გამოიწურავენ ამ ფულს, ვნახოთ.
თუ:
- 3 კვირაში ეს ყველაფერი უკან გადადგმულ ნაბიჯებად არ გეჩვენება,
- რამე არგუმენტაციას ხედავ, ან ლოგიკას, ამ ქმედებებში,
- არგუმენტად იმის მოყვანას აპირებ, რომ მიშაც ეგრე შვებოდა (ეგრე რომ შვებოდა და უკეთესი რომ გვინდა, იმიტომ შევცვალეთ, ხო?)
- ან იმის, რომ მე სუბიექტური ვარ და ამიტომ მეჩვენება რაღაცეები, და სინამდვილეში სულ სხვანაირად არის, ანუ ისე, როგორც შენ გგონია სწორი,
- გგონია, რომ ნატოს კომიტეტის გადადება არაფერს ნიშნავს და იმ ადამიანების დაკავება, ალასანიას პირადი ამბიციის გარდა, ამ მიზანს არ ემსახურებოდა,
- აპირებ მითხრა, რომ ამდენს არ წაიკითხავ, იმიტომ რომ მაინც ###ობა იქნება,
მაშინ:
ჩვენს კამათს აზრი არ აქვს ამ თემაზე არც ეხლა და არც უახლოეს მომავალში, და ჯობია, ერთმანეთის დროს მოვუფრთხილდეთ
ვერ ვიტან დემაგოგებს, პესიმისტებს და ნაცისტებს.......
არ მევასებიან რუსები და ის ხალხი ვინც იმ დროს მისტირის როდესაც 28 მანეთად რუსეთში მიდიოდნენ საჟიმაოდ........
Forza inter!!!!!!!!!!!!!!