ამ ფორუმზე ეშმაკს რამე მაგნიტი ხო არ აქვს დაგდებული, ყველა ეკლესიის მტერი აქ რომ ერთად შეგკრიბათ?
თან ეგრევე რომ მოხვავდებიან ხოლმე ტურებივით და დაიწყებენ ქოთ-ქოთს.
სახინკლეებში რომ შედიხართ და ძღებით მუცლის გასკდომამდე, მაშინ გახსენდებათ ხოლმე მოშიმშილე მათხოვრები?
სხვადასხვა მოდურ მაღაზიებში ნაირ-ნაირ ტანსაცმელებს რომ არცევთ, მაშინ გახსენდებათ შიშველი და გაყინული ასობით თანამემამულე?
მწვადებს და შემწვარ-მოხრაკულებს როცა ხოლმე მიირთმევთ ხშირ-ხშირად, მაშინ ფიქრობთ ხმელი პურის მონატრებულ მშიერ ბავშვებზე?
თუ ეკლესიაზე აღმართული ჯვარის დანახვისას გახსენდებათ მარტო, რომ იმ ჯვარში გადახდილი ფულით, რამდენიმე მათხოვრის გაძღომა შეიძლებოდა?
საპატრიარქო არაა მარტო რამდენიმე ადამიანისგან სემდგარი ორგანიზაცია. საპატრიარქო და ეკლესია მოიცავს ჯერ მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე ასეულ თუ ათასეულ ეკლესიას და მონასტერს, რამდენიმე ათასს მღვდელმსახურს + სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლებს , თავად საპატრიარქოს და ა.შ. რეალურად რომ შეხედო, 25 000 000 არის ზალიან მცირე თანხა მთელ საქრატველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების თუ სხვადასხვა სასულიერო დაწესებულებების შესანახად.
ვინმე თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვს ამ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ, მაშინ გამოვიდეს და ტქვას, ოღონდ ილაპარაკოს კონკრეტულად, კონკრეტული ფაქტების შესახებ.
აი მამაოების ჯიპები და აიფონები და ა.შ. არასერიოზული საუბარით, ექნება ინტრიგანის და ეკლესიის მტრის სახელი და სრულიადაც სამართლიანად. 100 მღვდლიდან, რომელირაცა მიშისტ მღვდელს, მიშისტობაში ნაც-მოძრაობამ თუ 50 000-იანი ჯიპი უფეშქაშა,ეს არ ნიშავს რ ომ ამის გამო ეკლესიას აგინო და მითუმეტეს ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტანხებზე დაიჩივლო, რატო ფინანსდება ბიუჯეტიდან ეკლესიაო... და ისე ჯიპი 50 000-იანიც არსებობს და 5 000-იანიც და ეს უკანსაკნელი ფუფნების საგანი კი არაა, არამედ ჩვეულებრივი, აუცილბელი მოხმარების საგანია.
მერე მეორე, რისი საშუალებაც აქვს, მაქსიმალურად ეხმარება ეკლესია მათხოვრებს. თბილისში, თითქმის ყველა ეკლესიასთანაა მინიმუმ 5-10 მატხოვარი შეგროვილი და ჯერ მარტო მრევლისგან იღებს საკმაოდ მნიშვნელოვან დახმარებას და + თავად ეკლესიისგანაც. ყოველ შემტხვევში,ს ადაც მე დავდივარ, იქ ყოველ კვირა ურიგებენ მინიმუმ 10-15 მატხოვარს გარკვეულ ტანხას და თუ რამე დღესასწაულია და მრევლს შესაწირი მიაქვს ტაძარში, იმ საჭმელებსაც უყოფენ ხოლმე მათხოვრებს.
და მესამე, იმ 25 000 000 ლარით, ეკლესია რომ არ დააფინანსოს სახელმწიფომ, მათხოვრების და გაჭირვებული ხალხის პრობლემა ოდნავ მაინც გადაიჭრება ქვეყანაში ამ ფულით? 8 750 000 000 -იან ბიუჯეტში, საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 25 000 000 ლარია მაინცდა მაინც ის ფული, რითაც მათხოვების პრობლემა გადაიჭრება? ანდა მომავალ წელს 8 750 000 000-ის ნაცვლად, 8 775 000 000 მილიონი რომ იყოს საქართველოს ბიუჯეტი, ამით გადაიჭრება საქართველოში გაჭირვებული ხალხის პრობლემა? და ბოლო-ბოლო, მაინდა მაინც ეკლესიის ხარჯზე რომ გინდათ გაჭირვებულების დახმარება, დანარცენი 8 725 000 000 ლარი სულ აუცილებელ და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეებში იხარჯება და ეკლესიისთვის მიცემული 25 000 000 -ია მაინცდა მაინც მათხოვრისთვის პირიდან გამოგლეჯილი ლუკმა?
This post has been edited by ramshtain on 19 Dec 2012, 00:36
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)