Dfaceსაახალწლოდ ვერ მოვასწრებ გამოწერას...

ისე, ეს კანონპროექტი მიღებული არაა ხომ ჯერ?
მაგ კანონპროექტის მიხედვით, როგორ მე გავიგე, მომხმარებელი ფაქტიურად არ ისროკება? თუ მე გავიგე რაღაც არასწორად?
ანუ მოხმარებაზე ჯერ ჯარიმა 300 ლარი, მეორედ მოხმარებაზე 600 და თუ იმავე წელს მოიხმარე მესამედ 3500 ან 60 დღე ციხეში...
და კიდე რა ვერ გავიგე, ოდენობებზე ეწერა, რა ოდენობა ითვლება მცირედ და ა.შ.
ჯერ კანაფზე ეწერა 50 გრამიო, მერე ქვემოთ კიდევ მარიხუანაზე 10/20 და ეს რას ნიშნავს?
როდის მიიღებენ ნეტა ამას...
სგ, კობიკო...

19-ში უნდა გენეხილათ და რა ქნეს?

პიზდეეეეც...
საპარლამენტო კომიტეტებმა კობა დავითაშვილის კანონპროექტის სესიაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო კომიტეტებმა ნარკოტიკულ საშუალებებთან და ნარკოტიკის მომხმარებლებთან დაკავშირებით, დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტი დაიწუნეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტებმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს.
როგორც გაერთიანებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეებმა _ ვახტანგ ხმალაძემ და ეკა ბესელიამ განაცხადეს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მისი ასე ზედაპირულად გადაწყვეტა და ეს თემა მეტ სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.
მათივე თქმით, კარგი იქნება, თუ ამ თემაზე სპეციალური კონფერენცია გაიმართება
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კი დასძინეს, რომ კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინციატივის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების ზრდის რისკები მოიმატებს.
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს ხვალ ასევე პირველი მოსმენით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
ცნობისთვის: დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინილიზაციას, ამ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯის გაუქმებას და მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოფარგვლის მოთხოვნას ითვალისწინებდა.
კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეცვლილიყო უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით განსაზღვრის პრინციპიც.
ასევე ითვალისწინებდა სანქციების გაზრდას, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით 300 ლარის ჯარიმით უნდა განსაზღვრულიყო , განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით, ხოლო კიდევ უფრო მეტჯერ განმეორების შემთხვევაში - 3 500 ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობის 60 დღემდე ვადით.
ამასთან, კობა დავითაშვილი პარლამენტს სთავაზობდა, ჯარიმის გადახდისას ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს მისცემოდათ გათავისუფლების შესაძლებლობა, თუ იგი თანახმა იქნებოდა სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში, გადახდილი ჯარიმის თანხით მკურნალობაზე.
This post has been edited by ფიორენტინო on 29 Dec 2012, 19:10
...