ერთხელ ავხსნი და სხვას აღარ ავუხსნი , როგორ ვხედავ მე ლიჩნა ყველაფერ ამას
დინამიკას დაუკვირდი
1. დღიდან მოსვლიდან ბ.ბ.-იმ დაუწყო საუბარი ინტერ-რაოს ტარიფის დაწევაზე .... რუსები მაგრად დადგეს ....არაო
ა/ ინტერ-რაოს მესვეურნი მოიქცნენ სუფთა რუსულად , დაჟე ბ.ბ.-ის მექრთამეები მიცა სააკაშვილის მთავრობაში , ააა ბატონო ქრთამებსაც ვაძლევდითო
ბ/ პატარა დაკლებაც გადაწყვიტეს 3-4 თეთრი , ისიც სამოქალაქო სეგნმენტში ...
გ/ მოხსნეს ემბარგო რუსულ ბაზარზე
ბ.ბ.-ი მიხვდა , რომ მეტი მიწოლა ინტერ-რაოზე აღარ შეიძლებოდა ....
2. ბ.ბ.-იმ გადაწყვიტა ინტერ-რაოზე მეორე მხრიდან მიწოლოდა ... კერძოდ ინტერ-რაოს კონკურენტის შემოეყვანა საქართველოში ...
დადგა საკითხი ვინ .... დასავლეთი ირიცხება , ვინაიდან დასავლური კომპანიები ეგეთ ნაბიჯებს სქრაფად არ დგამენ , წლები უნდებიან ეგეთ გადაწყვეტილებების მიღებას
ახლო მეზობლებიდან ირანი , სომხეთი ირიცხება , ძალიან მაგრად არიან რუსებთან
რჩება აზერბაიჯანი , მაგრამ არც აზერბაიჯანი ტყუილად , სერიოზული მიზეზის გარეშე არ დაუპირისპირდება ღიად რუსეთს , იქ ილხამია , სააკაშვილი კი არა
და აქ ბ.ბ.-ი იყენებს ძალიან მაგარ კოზირს ---- ყარსი-ახალქალაქს , რომელიც აზერბაიჯანისთვის ისტორიული პროექტია , ნახეთ აზერბაიჯანის პრესა ამ საკითხზე და მიხვდებით რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ აზერბაიჯანში ამ რკინიგზის ხაზზე .
ა/ ბ.ბ.-ი აზებაიჯანში ვიზიტის წინ , უცებ (მანამდე არც ერთ გამოსვლაში ბ.ბ.-ის ეს თემა არც შეხებია ) საუბრობს ჟურნალისტებთან , ესე იგი ყველას გასაგონად ამბობს , რომ მთლად კატასტროფა არა , მაგრამ მას აქვს კითხვები ამ რკინიგზასტან დაკავშირებით
ბ/ ალიევს ბ.ბ.-ი ეუბნება ---- შენ გინდა რკინიგზა , მე მინდა დაბალი ტარიფი დენზე .... თან ეუბნება, რუსები ნამეტანი ვერ გაგიტრაკებენ , ვინაიდან მე საქვეყნოდ განვაცხადე , რომ ყარს-ახალქალაქს დავასამარებო ...რუსებმაც კარგად იციან რას ნიშნავს თქვენთვის ეს რკინიგზა და გაგებით მოეკიდებიან , რომ თქვენ ფაქტიურად შანტაჟის წინაშე დადექითო
გ/ გამოდის ბ.ბ.-ი და აძლევს ინტერვიუს ---- რა მოგივიდათ ხალხნო , შევცდი , ამიხსნეს აქ აზერბაიჯანში რა კარგი ყოფილა ეს რკინიგზაო და კითხვები აღარ მაქვსო ...იმავე ინტერვიუში ამბობს , რომ მალე აზერბაიჯანის დენი შემოვა საქართველოშიო და იქვე პირდაპირ მიუთითებს , ზუსტად რუსებისთვის კონკურენციის შექმნის მიზნითო
დასკვნა :
პლიუსები ----
1.ახალქალაქი -ყარსის რკინიგზის მშენებლობა გრძელდება
2. ქართულ ბაზარზე შემოდის რუსების კონკურენტი ენერგო-კომპანია (რაც გამოიწვევს ტარიფის დაწევას , მნიშვნელოვან დაწევას )
3.აზრბაიჯანის ენერგო-კომპანიის შემოსვლამდე , ბ.ბ.-იმ მოასწრო და რუსებსაც დააწევია პატარა ტარიფი .... ესე იგი აზერბაიჯანის ენერგო-კომპანია უკვე იმაზე მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფით უნდა შემოვიდეს , რაც ამჟამად არის , რუსების გუშინწინდელი დაწევის შემდეგ
ხურდაში ----- ინტერ-რაომ დააჭერია გვარამია და სხვა მექრთამეები
მინუსები -----
1. ბ.ბ.-ის მოუწია თავის ნათქვამის დეზავიურება --- ესე იგი ბ.ბ.-იმ თავისი ანტი-პიარი განახორციელა ფაქტიურად ....ნაფურთხის ალოკვა და ასე შემდეგ , ნაც.პროპაგანდას მიცა სალაპარაკო
2. ლევანი-მ და კარდუ აღშფოტებულები არიან , ჩვენ საყვარელ პრემიერის იმიჯს ზიანი მიადგაო

----------------------------------------------------
ახლა გეკიტხებით ...თავი დავანებოთ ბ.ბ.-ის რეპუტაციას .....საქართველომ ამ პატარა ინციდენტით მოიგო თუ წააგო ?
This post has been edited by მაკიაველი on 26 Dec 2012, 22:58
01.10.2012.