#34975377 · 30 Jan 2013, 21:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | იყო თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქი ?
ჩემი პასუხია - იყო ! |
ეს ტყუილია მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით დიდი წარმატება ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას მაგრამ ნებისმიერი მიღწევის ასე ცაში აყვანა, სინამდვილეში მისი დაკნინებაა
ეს ერთი
ახლა მეორე
რისკი დანაშაულის ზრდისა, რასაკვირველია არსებობს და ეს ობიექტური გარემოებებითაა გამოწვეული პირველ რიგში როცა ასეთი მარწუხები იხსნება, კრიმინალი თავისი დროის მოსვლას ვარაუდობს და იშვებს
ამას ასევე ხელი შეუწყო ყოვლად გაუაზრებელმა საყოველთაო ამნისტიამ რაც ივანიშვილის ხელისუფლების დანაშაულად მიმაჩნია
შესაბამისად ხელისუფლებას დიდი შრომა მოუწევს, რომ კრიმინალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუარსედეს ამჟამინდელი სიტუაციით შემაშფოთებელი სიტუაცია არაა, არადა მოლოდინი იყო პირველივე თვეებისთვის თუმცა ამნისტირებულებმა ახლა დატოვეს ციხეები და რისკის დონემ აიწია
ჩემი საკმაოდ ბევრი ინფორმაციით, შსს რამდენიმე კუთხით საკმაოდ დიდ მუშაობას ატარებს, რომ მდგომარეობა არ გამწვავდეს ისეთი დანაშუალების ზრდა, რაც აღმოფხვრა წინა ხელისუფლება, მობილურების წართმევა, მანქანების გატაცება, მანქანის ნაწილების ქურდობა და ასეთები, მოსალოდნელი არაა, რადგან მისი კონტროლი ადვილია გასაღების ბაზრის დაბლოკვით და ამ მხრივ კონტროლი არაა შემცირებულია
გაცილებით ძნელია ყაჩაღობების და ქურდობების აღმოფხვრა, თუმცა ამაზე საკმაოდ რთული მუშაობა მიმდინარეობს ინტენსიურად და იმედია სიტუაცია არ გართულდება საქმეების ოპერატიული გახსნები ერთ-ერთ შემაკავებელ ფაქტორად იქცევა მომავლისთვის
ის მსჯელობა, რომ თუ ძველი ხელისუფლებასავით სასტიკ რეჟიმს არ შექმნი ციხეეში ან გარეთ, კრიმინალს ვერ მოთოკავ, მცდარია კანონის ჩარჩოში აქტიური და პროფესიონალური ქმედებები სრულად საკმარისია კრიმინალის მოსათოკად
ციხეებში უნდა იყოს დაწესებულების შესაბამისი მკაცრი, მაგრამ აბსოლუტურად ადამიანური მდგომარეობა, სადაც ყველა პატიმარს თანაბარი უფლებები და ვალდებულებები იქნება
ასევე მე აუცილებლად მიმაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვა და გარკვეულ დანაშაულებზე სასჯელების გამკაცრება ჩემი აზრით, აუცილებელია ისეთ განზრახ დანაშაულებზე, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, სასჯელების ზრდა, მნიშვნელოვანი ზრდა
ადამიანი რომ მეორე ადამიანს სიკვდილისთვის იმეტებს, რაც არ უნდა მიზეზი ჰქონდეს, უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი მაგალიტად 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი... 7-15 წლამდე განზრახ მკვლელობისთვის.. სასაცილოა
ადამიანმა შეიძლება კაცი მოკლას, რაღაც უაზრობაზე გაბრაზების გამო და ჩაჯდეს 7 წლით ამ დროს გარდაცვლილს არაფერი ეშველება
სამარცხვინოა ჩემი აზრით
ასევე ცვლილებები უნდა შეეხოს ბევრ მუხლს
სისხლისსამართლებრივი კანონდებლობა უნდა იყოს ჰუმანური იმათ მიმართ, ვინც იმსახურებს
კანონში ასეთი ცვლილებები შეაფერხებს კრიმინალის ზრდას
--------- ჩემი სურვილია ასევე, რომ ქალაქში იმოძრაოს ქვეითმა პატრულმა, თან ინტენსიურად ეს საკმაოდ ეფექტური საშUალებაა წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად ასევე გაიზარდოს კამერების რაოდენობა
კარგია, რომ საპატრულო ეკიპაჟები უკვე პატარა და ასე ვთქვათ მეორეხარისხოვან ქუჩებზეც ხშირად პატრულირებენ, რაც ადრე არ ხდებოდა
--------------------
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის © შარლ მონტესკიე
|