#35509236 · 8 Mar 2013, 02:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაზაფხული აკაკი წერეთელი
დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! -
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
“მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად “ტია, ტიას!”
--------------------
"მტრის ჯავრის ედგას ლოგინი, მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს, იქ იდგეს ხმალამოწვდილი, საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს, გაბეჩავებულს სიმართლეს უსამართლობა სძალავდეს"...
ვაჟა
|