მე მგონია, რომ დავალება არ აქვს.
უკვე მისი მოსვლა, სააკაშვილის მერე, არის უკეთესობა რუსეთისთვის.
მე რომ კრემლში ან კრემლთან ვცხოვრობდე

დაახლოებით ასე ვიფიქრებდი, რომ 3-4 წელიწადში ძველი, სააკაშვილის მთავრობის ნაკვალევს წვიმა და ქარი თითქმის წაშლის.
ივანიშვილის "ოცნების" საქართველო გახდება სუფთა დაფა, სადაც "თამაშის" მსურველებს სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" ფაქტორის გათვალისწინება აღარ მოუწევთ.
ამით ჩემთვის (ანუ წარმოსახვითი ღრუსისთვის) ივანიშვილის როლი დასრულდება და წარმატებითაც - ყოველგვარი დავალებების მიცემის გარეშე.
ახალ დაფაზე იმ დროისთვის უკვე ლეგალურად ფეხმომაგრებული იქნებიან ღია რუსეთუმეები, ოღონდ არა ის საზიზღარი ღორიშვილები, რომლებიც გუშინ თუ დღეს ყარან, არამედ უფრო ადამიანური თვალსაზრისით ნორმალური ხალხი, მაგალითად, ხაბურძანია.
დიახ, მე რომ ღრუსი ვიყო, ივანიშვილისგან იმაზე მეტს არ დაველოდებოდი, რასაც ის ბუნებრივად გააკეთებს, ობიექტური პროცესის კალაპოტში. აი, მის მომდევნო კანდიტატურაზე კი ძალიან "ტონკად", მაგრამ აბსოლუტური დაჟინებით ვიმუშავებდი.
სადაც სსრკ-მა თვით ფინეთში(!) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათწლეულობით გაქაჩა უმაღლეს პოსტეზე პირდაპირი ნასედკა, საქართველოში მაგას მით უმეტეს მოახერხებს.
ოღონდ შელამაზებულად იქნება ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც.
ასე თუ ჩაიჭირა ქვეყანა, მერე უკვე წინააღმდეგობის ფართხალის ჩაქრობას პოლიტიკური გაგებით იაფად დაიჯენს რუსეთი. სამწუხაროდ - როგორც ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, ისევ აქაურებს, ღორ-ქართველებს გააწყვეტინებს ან გაასრესინებს დამოუკიდებლობის მომხრეებს. ისე, რომ მოსკოვის მიმართ პრეტენზიასაც ვერ გამოთქვამენ სოფლიოში, რადგან აქაური ამბები შიდაომად გაფორმდება.
ხოლო ქართველებში რომ ათასები და ათასები გამოჩნდებიან, ვინც რუსების ნებართვით სიამოვნებით დაჭყლეტს "ლიბერტარიანელ" თუ "მასონ" თანამემამულეებს, მაგის 100%-იან გარანტიას ვიძლევი. ჯალათები უკვე მზად არიან, მხოლოდ რუსეთისგან ნებართვასა და მძლავრ მხარდაჭერას ელოდებიან. სხვა აუცილებელი პირობები - აგრესიულ სიბნელეს პლუს გონებადახშული სიჩლუნგე - უკვე საკმარისზე მეტიცაა.
ეს უნდა გვახსოვდეს - ბევრი რუსეთუმე დღეს "უბრალოდ რუსეთის მომხრე" კი არ არის, არამედ ოპონენტი ქართველების ამოწყვეტასაც მოაწერს ხელს.
ყველა არა, მაგრამ ბევრი - კი.
This post has been edited by Geronti on 13 Mar 2013, 15:27