#35642477 · 17 Mar 2013, 19:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (nnaannaa @ 17 Mar 2013, 18:49 ) | | ლოგიკური მსეჯელობა მხოლოდ ის არის ალბათ თქვენ რომ მსჯელობთ. უნივერსიტეტებს თავი დაანებეთ.და თუ არ მოგწონთ თქვენ და თქვენი შვილები ნუ ისწავლიან ასეთ უნივერსიტეტებში.არაა პრობლემა. |
ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს იმდენი შეგნება, რომ ამდენი რეზიდენციის აშენება ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობას ხელს ვერ შეუწყობს. აქ სულად არაა იმაზე საუბარი, თან წაიღებს პრეზიდენტი ამ რეზიდენციებს თუ თავის შემცვლელს დაუტოვებს. საუბარი იმაზეა, რომ ეს თანხები სხვა, ქვეყნისთვის უფრო პრიორიტეტულ საკითებს მოხმარდეს.
რაც შეეხება ლოგიკურად მსჯელობას და უნივერსიტეტებს, გთხოვთ ჩამომითვალოთ საქართველოს ის უნივერსიტეტები და ფაკულტეტები, რომელთა დიპლომებით უცხოეთში რაიმე ნორმალურ სამსახურს იშოვით თქვენი სპეციალობით.
|