Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(9)
« პირველი
...
7
8
[9]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ნაცებო ბოდიში
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ziriro
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ziriro
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15393
წევრი No.: 9986
რეგისტრ.: 7-May 05
#36068967
· 18 Apr 2013, 14:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shumeri
QUOTE
იყო დრო პუტჩისტებმა თავბედი აწყევლინეს მთელ საქართველოს......გადაწვეს თბილისი...დახვრიტეს მიტინგები.....ნამუსი ახადეს და ცოცხლად დამარხეს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ლამის მთელი სამეგრელო....300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ათასობით ოჯახი რეპრესირებული იქნა, აწამეს ადამიანები მხოლოდ მათი პოლიტიკური მრწამსის გამო.....თეტრებიდან გაყარეს განსხვავებული აზრის მქონე მსახიობები, სამსახურები დაატოვებინეს ყველას, ვინც მათ არ ეტანხმებოდა....და მერე..... მერე იყო სიბნელეში და სიცივეში გაზრდილი თაობა....პურის და ნავთის რიგები....ბოთლზე დასმები და ცემა-ტყეპა პოლიციაში.....ქურდების გრიმიტი.....კგბ-ს ოფიცრები უშიშროების მინისტრებად....ფულით გაკეთებული ნებისმიერი საქმე...ქრთამისტი პროფესორები და ცოდნის მაგივრად ფულის ზეობა უმაღლეს სასწავლებლებში....ასლანას აჭარა .....დანგრეული, დანგრეული, დანგრეული ინფრასტრუქტურა......დაკარგული თაობა.....და ისინი, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო---შემსრულებლები თუ იდეოლოგები, რუსეთის აგენტები თუ იდეურად მოღალატეები, არაკაცები მოწოდებით თუ უბრალოდ ნაბიჭვრები----დღეს ყელყელაობენ და მორალისტობენ ყველგან-----პარლამენტში, ტელევიზიებში, ფეისბუკში, აგერ ჩვენს ფორუმზე.....მათ აზრსაც ეკითხებიან, ჭკუასაც და რჩევასაც....ბატონო ჩემო თუ ქალბატონო ჩემოთი მიმართავენ.....და რაც მთავარია მათ უ ს მ ე ნ ე ნ........მათ აპატია ქართველმა ერმა.....აპატიეთ თქვენ ყველამ....მარტო მათ კი არა თქვენ აპატიეთ რუსებსაც ყველაფერი---აფხაზეთი, სამაჩაბლო, 9 აპრილი.....ასე რომ არ დავივიწყებთ, ვერ ვაპატიებთ და მსგავსი ბლა-ბლა-ბლა სრულიად ზედმეტი სენტიმენტებია....თქვენ, ჩვენ, ყველანი------ყველას ყველაფერს ვპატიობთ......ყველაფერს ვივიწყებთ......საკუთარ ისტორიასაც კი......ასე რომ არ გინდათ.ყველას ყველაფერს პატიობთ.....ზოგჯერ გმირებადაც კი აქცევთ ხოლმე ნაძირლებს, მხოლოდ იმიტომ რომ დრო გავიდა და მათი სიბოროტე აღარ გახსოვთ......თქვენ ძეგლებს უდგამთ სტალინს და მასაც პატიობთ.....ასე რომ ნამეტანი ბეჭს ნუ ამოიგდებთ ქართველებო, სადაც პუტჩისტებს ეპატიათ, სადაც სტალინს ეპატია, სადაც ილიას მკვლელს ეპატია, სადაც ყარაყარაშვილს, კიტოვანს და სიგუას ეპატიათ, სადაც ჩასარეცხ წითელ ინტელიგენციას ეპატია ქვეყნის დაქცევა, სადაც ოკუპანტს პატიობთ ქვეყნის ოკუპაციას--- იქ ნაციონალების გადაცდომები რა მოსატანია.პათეტიკას მოეშვით და საქმეს მიხედეთ.....ნაციონალურ მოძრაობას კი ვერ გაანადგურებთ.....რადგან აქამდე ვერ შეაშინეთ, ვერ გააქციეთ და ვერ მოსპეთ---აწი მითუმეტეს ვერ იზამთ ამას.
უუუხ ტატატატა!
სკამზე შევდექი, ხელი წინ გავიწვდინე და ხმამაღლა წავიკითხე.
მერე გამახსენდა, რომ რაც სამეგრელოს აწიოკებაზე და ზოგადად, საძმოებზე და მხედრიომელებზე დაწერე, ეგენი ყველა(ვინც დღეს ცოცხალია) ნაცები , ან ნაცების სიდედრ-სიმამრი გახდნენ .
და ჩამოვედი სკამიდან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
t-90
უტანკესი და უტონკესი
ჯგუფი: Members
t-90
უტანკესი და უტონკესი
ჯგუფი: Members
წერილები: 54841
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11
#36069050
· 18 Apr 2013, 14:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Murzaqan
QUOTE
, რომ ედიკა ნაბიჭვარი და მისი ხროვა ხელისგულზე ვატაროთ და რაღაც სამართლიანობაზე ვილაპარაკოთ საერთოდ!
ისე საინტერესო თემაა რო ედიკა ნაბიჭვარს ნაცებმა დაუნიშნეს პენსია, დაუთმეს კრწანისის აგარაკი და ა.შ.
--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tornike Alashvili
Iberi
ჯგუფი: Members
Tornike Alashvili
Iberi
ჯგუფი: Members
წერილები: 6136
წევრი No.: 28213
რეგისტრ.: 12-January 07
#36069079
· 18 Apr 2013, 14:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4837&...qlKhqs.facebook
მე უთანაგრძნობ ნაცებს
ახალაიებსაც, რომლებიც განიწირნენ
უგულავას,რომელმაც წააგო
და ვანოსაც,რომელმაც მთლად კარგად ვერ გათვალა (და მადლობა უფალს,რომ ვერ გათვალა-კაი საქმეს უნდა გონირება,თორემ ერთპარტრიულ დიქტატურას კი არა)
მიხოსაც,რომელსაც შეეშინდა
უკაპეიკო რიგითებსაც
და ოქროს საბადოზე (ბოლნისში)
მომჯდარებსაც(რომელთაც მალე დაიჭერენ)
უთანგრძნობ და უსურვებ მიატოვონ ბოღმა და შური,
სიძუნწე და ამპარტავნება
სიცრუე და ნარკოტიკები
უფალს უყვარს უბრალო,მართალი ადამიანები,
გონიერი და სიყვარულით ავსებული
This post has been edited by
Tornike Alashvili
on 18 Apr 2013, 14:36
--------------------
საქრთველო –ევრაზიის ოქროს კვეთა და გულია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მანგია
Bill Hubbard
ჯგუფი: Members
მანგია
Bill Hubbard
ჯგუფი: Members
წერილები: 7242
წევრი No.: 81515
რეგისტრ.: 5-January 09
#36069105
· 18 Apr 2013, 14:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shumeri
QUOTE
.მათ აპატია ქართველმა ერმა.....აპატიეთ თქვენ ყველამ....
QUOTE
თქვენ, ჩვენ, ყველანი------ყველას ყველაფერს ვპატიობთ......
ყველაფერს ვივიწყებთ......
ოდესღაც ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ასე არ შეიძლება?!
ხოდა გვაცადეთ, ბატონო, დავიწყებთ ნაცებით და მომავალში არავის, არც ერთ ხელისუფალს არ ვაპატაიებთ და არ დივივწყებთ...
QUOTE
მარტო მათ კი არა თქვენ აპატიეთ რუსებსაც ყველაფერი---აფხაზეთი, სამაჩაბლო, 9 აპრილი.....
აი მანდ სტოპ და ხმამაღლა არავის უთხრა, თორე ცხვირიდან სისხლი წამოგივა
--------------------
რეგისტრირდები რა ფორუმზე უკვე შედიხარ პოლემიკაში მის ყველა წევრთან © Taba
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
წერილები: 24829
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
#36069161
· 18 Apr 2013, 14:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
analgin
შესანიშნავია პირველი ფოსტი, მაგრამ შუმერმაც კარგად გითხრა - ვარესებიც ჩაუყლაპავს ქართველობას.
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Voldemari
Super Member
ჯგუფი: Registered
Voldemari
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 106
წევრი No.: 154887
რეგისტრ.: 7-October 12
#36069379
· 18 Apr 2013, 14:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არ შეგვეცოდებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
nik-2508
თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს
ჯგუფი: Members
nik-2508
თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს
ჯგუფი: Members
წერილები: 4394
წევრი No.: 92957
რეგისტრ.: 5-June 09
#36069563
· 18 Apr 2013, 15:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბევრგან უნდა დაკოპირდეს ეს თემა, ძალიან ბევრგან და დიხლოფოსის ეფექტი ექნება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
analgin
☺ ☺ ☺ ☺ ☺ ☺ ☺
ჯგუფი: Members
analgin
☺ ☺ ☺ ☺ ☺ ☺ ☺
ჯგუფი: Members
წერილები: 10487
წევრი No.: 17328
რეგისტრ.: 18-February 06
#36083449
· 19 Apr 2013, 14:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Geronti
QUOTE
შესანიშნავია პირველი ფოსტი, მაგრამ შუმერმაც კარგად გითხრა - ვარესებიც ჩაუყლაპავს ქართველობას.
მაგ მოსაზრებას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ტიპის მოსაზრებებს - ზოგადქართული მენტალიტეტის უვარგისობის შესახებ.
კონკრეტულად მაგ მოსაზრებას რაც შეეხება, უმარტივესი კონტრარგუმენტებიც ცხადყოფს მაგის სულელურობას და უსაფუძვლობას:
პირველსავე წინადადებაში ნახსენებია სიტყვა "პუტჩისტი"; ვინც იმ მხარეს ასე მოიხსენიებს, უკვე ცხადია, რომ თავად მას არც არავისთვის არაფერი უპატიებია დღემდე და მით უმეტეს არაფერი დავიწყებია, მასთან ერთად ყველა ადამიანს, ვინც თავის ლექსიკონში იყენებს ტერმინ "პუტჩისტს" საზოგადოების იმ ნაწილის მისამართით, ვინც იმ ავადსახსენებელ დროს არ თანაუგრძნობდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, ასევე ნამდვილად არაფერი დავიწყნიათ და არც არავისთვის არაფერი უპატიებიათ, პირიქით, უკვე ორი ათწლეული გავიდა და ვერაფრით ვერ ივიწყებენ ამას (რითაც შემთხვევით და შეუგნებლად, მაგრამ აშკარად ადასტურებენ ჩემი მოსაზრების სისწორეს), მეორეს მხრივ კი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ეგენი პუტჩისტებად მოიხსენიებენ, რეალურად მათზე გაცილებით დიდია რაოდენობით და შესაბამისად, მათთვის შუმერის თეზა უსარგებლოა.
საერთოდაც მაგ პოსტისთვის თვალის ერთი შევლებითაც ჩანს (პრინციპში სხვა არც არაფერი ჩანს მაქედან), რამხელა ზიზღს და აუტანლობას ატარებს მეორე მხრისა და დაუვიწყებია კი არა, დღემდე მხოლოდ ამით ყოფილა მთელი მისი ფიქრები მოცული.
ხოდა ზუსტად მაგ საქციელით თავადვე უკუაგდებს და უარყოფს საკუთარივე მოსაზრების სისწორეს. ვინ-ვინ და ყველაზე უკეთ თავად გრძნობს, რომ არავინ არაფერს ყლაპავს და არავის არაფერი ავიწყდება, როცა საქმე ღირსების აყრას, დამცირებას ეხება, თანაც ამდენწლიანს და თანაც იმ ხალხისგან, ზუსტად რომ იცი, შენი ფეხის მტვრის ფასად არ ღირან არაფირით საერთოდ...
451 წელს, როცა საქართველოს მიწებს ერთმანეთს ბიზანტიის და სპარსეთის იმპერიები ეცილებოდნენ, დასუსტებული და უმეთაუროდ დარჩენილი ქვეყნის გასაძარცვად დრო იხელთეს და ოსები ქართლში შემოიჭრნენ, მოაოხრეს ყველაფერი, გადაწვეს, მოსპეს, დაამცირეს ყველა, წაართვეს ყველაფერი, ათიათასობით ტყვე წაიყვანეს, მათ შორის მეფის ასულიც. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი იყო. გეცოდინებათ, ჰოდა ის მეფის ასული მისი უმცროსი და იყო. 457 წელს გამეფდა ვახტანგი, 15 წლის ასაკში და პირველივე სიტყვები, რაც თქვა, რა იყო იცით? –
სპარსელი ან ბერძენი მეფეები რომ მოგვრეოდნენ, იქნებ კიდეც მოგვეთმინა, მაგრამ ოსებისგან შეურაცხყოფა მეტისმეტია! ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს, ქართველებო!
პირველი ბრძოლა ვახტანგმა გამართა არა ბიზანტიის ან ირანის, არამედ ოსეთის წინააღმდეგ.
ასეთია ადამიანის ბუნება: როცა იცი, რომ შენზე ძლიერი გერევა და უსამართლოდ გექცევა, თავს ზემოთ ძალა არ გაქვს და როგორღაცცდილობ და ახერხებ, რომ ასე ცხოვრებას შეეგუო, თუმცა დავიწყებით არასოდეს არაფერი დაგავიწყდება და არც პატიებით აპატიებ, პირველსავე ხელსაყრელ ვითარებაში ზურგში ჩასცემ დანას ან პირველივე სერიოზულ და ძლიერ მტერს გვერდში დაუდგები, ვინც მის წინააღმდეგ გამოვა, მაგრამ, აი, როცა შენზე ყველაფრით სუსტი და ნაკლები, არარაობა, შენივე გაჭირვებით ისარგებლებს და ან მძინარეს ან ხეიბარს ან უბრალოდ ლოგინად ჩავარდნილს დაგაბამს, მერე კი ყოველდღიურად შეურაცხგყოფს და თან შენი თვალით გაყურებინებს, როგორი გაყოყლოჩინებულია, როგორ სარგებლობს ყველაფერი იმით, რაც შენ გეკუთვნის, როგორი წელში გამართული დადის მედიდურად, შენ კი მხოლოდ იმიტომ გაცოცხლებს, რომ სხვებს გამოახედოს შენსკენ, აი, თუ მე არ დამემორჩილებით და პატივს არ მცემთ, აი ამის დღეში ჩავარდებითო, თან შიგა და შიგ, ყოველ დათრობაზე და გავლა-გამოვლაზე, ხან მოგაფსამს, ხან მოგაფურთხებს, ხან დაგცინებს, ხან ტალახს გესვრის...აი მაგას, გათავისუფლების შემდეგ, ზოგიერთები ვერ ჩავყლაპავთ, ვერ დავივიწყებთ და ვერ ვაპატიებთ.
--------------------
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
Geronti
License to Drill
ჯგუფი: Members
წერილები: 24829
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
#36129265
· 22 Apr 2013, 17:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
analgin
კარგად წერ, მაგრამ ცოტა ბოროტად იყენებ მაგ უნარს
QUOTE
მაგ მოსაზრებას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ტიპის მოსაზრებებს - ზოგადქართული მენტალიტეტის უვარგისობის შესახებ.
ეს არ არის მოსაზრება ზოგადქართული მენტალიტეტის უვარგისობის შესახებ. პირადად მე ყოველ შემთხვევაში, ეგ აზრი სულაც არ ჩამიდევს. თავი და თავი ის არის, რომ ძალიან ბევრი მონაწილე ჰყავდა, თუნდაც პასიური, მთელ რიგ მოვლენებს და ახლა ამ დიდ რაოდენობასაც, ვისი ხელიც თითქოს სუფთაა, წარსულის მიფუჩეჩება აწყობს. რა შუაშია აქ მენტალიტეტის ავკარგიანობა.
უთვალავი დანაშაული რომ იყო ბოლო და ცოტა ადრეულ წლებში, რომელთა ”მსხვერპლთა სისხლი ცას შესჩუჩუხებს”, მაგრამ დღის წესრიგში ”წარსული საკითხები” აღარ დგას, განა ეს სადავოა... ან შენ რას უყურებ სხვა იუზერის გულის ფერს, აპატია თუ ვერ აპატია. თვითონ ფაქტები ხომ მომხდარია.
ვახტანგ გორგასალზე მეც მსმენია რაღაც. ოსებმა პირველებმა დაარტყეს მის მეფობას, ოჯახის წევრი, თანაც და მოჰტაცეს, და უფრო სუსტები იყვნენ, ვიდრე ბიზანტია ან სპარსეთი. პირველ რიგში ოსებზე დარტყმას ცოტა უფრო პრაგმატული მიზეზები ჰქონდა, ვიდრე შენ გიწერია დიდ-პატარა მტრებზე.
რაც შეეხება დიდ-პატარას, ნაცმოძრაობა სწორედაც აღმატებული იყო, სწორედაც ”უფრო ძლიერი” იყო, და უსამართლოდ რომ იქცეოდა, ხალხსაც თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდა და ცხოვრებას ეგუებოდა. უბრალოდ, იმდენად გაფლანგეს ის დიდი სიმძლავრე, ბანალურ ღორობას გადააყოლეს, რომ ახლა აღიქვამ, თითქოს შენზე ყველაფრით სუსტი და ნაკლები, არარაობა იყო. არა, არც სუსტი ყოფილა, არც არარაობა, არც მძინარე ან ხეიბარი დაუბამს. მოვიდა და დაახეთქა. და ასე აიღო. და სხვათა შორის, რომ არა ბიძინას ფულები, ისე, მხოლოდ გაბრაზებით მაინც ვერ მოიშორებდა ქვეყანა წინა ხელისუფლებას. მაინც მძლავრი კბილები ჰქონდა.
თუმცა არ ვიცი, აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, ნაცმოძი გაცილებით ძლიერი იყო თუ არ იყო. ასეა თუ ისეა, ფაქტები აქაც მომხდარია.
მე კი პირველსავე სიტყვას დავუბრინდები - ყველას ყველაფერი შერჩა ამ ქვეყანაში. თუმცა ეს უნდა დამთავრდეს. თუ ნაცებიდან იწყებთ მოსათხოვის მოთხოვნას, დაე ასე იყოს, მაგრამ ითქვას კიდეც ეგრე - რომ იმათ წინა ამბები არ ითვლება, ამათი - ითვლება. უფრო სწორედ, დაწყებული ამათიდან. ისე ნუ გამოიყვანთ, თითქოს მოსათხოვი ამათიდან იწყება. არა, მოთხოვნა იწყება (ისიც თუ იწყება, რასაკვირველია).
This post has been edited by
Geronti
on 22 Apr 2013, 17:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zarzeimi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
zarzeimi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11963
წევრი No.: 125429
რეგისტრ.: 31-December 10
#36129640
· 22 Apr 2013, 18:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
analgin
ოქროს ხელი გაქვს.
--------------------
ყლეობა შემოვხაზეთ!
ამჯერადაც ###ობას შემოვხაზავთ!
ქოცს+ნაცი=69
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(9)
« პირველი
...
7
8
[9]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0337 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.