პრომეთეც, ამირანიც და ბევრი სხვაც არის მითი.

მითი ასახავს ან ზოგად პროცესს, მოვლენას, პერსონიფიცირებით (მაგალითად, ციური სხეულების), ან, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში, ასახავდეს შორეულ ისტორიულ წარსულს, სადაც მითის პერსონაჟს მოეძებნება რაიმე პროტოტიპი(ც).
არაა გამორიცხული, პროტოტიპი არაადამიანური არსებაც იყოს.
ამ შემთხვევაში თავად სიუჟეტი იმდენად ჰგავს სხვა წყაროებში აღწერილ ცნობილ პროცესს, რომ
პროტოტიპის ძებნა, ადამიანთა შორის მაინც,

უაზრობაა. ეს მითი - ანალოგია გადმოცემისა, როგორ ჩაიფიქრა ზემდგომი არსებების ერთმა ნაწილმა ადამიანების უანგარო

დახმარება და ამისათვის მათზე მაღალ იერარქიას შეებრძოლა. ფინალი ცნობილია - შფოთისთავები დამარცხდნენ და დაისაჯნენ.
მათ შორის იყო "ცეცხლის" მომტაცებელი პრომეთეც - "წინასწარმჭვრეტი". მისი ძმა ვინაა? - "პოსტ-ფაქტუმ", ლოგიკით მოაზროვნე. იდეით, ეს ასახავს - და ზვიადს ამაზე ჰქონდა აქცენტი - ორი რასის დაპირისპირებას, და აქ - ძალიან ზოგადად - მოიაზრება ინდოევროპელები და ე. წ. ხმელთაშუაზღვისპირული ხალხების ოჯახი, მარტო აქ რომ გადიოდეს ზღვარი. ზღვარი კი გადის, უფრო მეტად, ორი ზემდგომი იერარქიის დაპირისპირებაზეც (და ვისაც როგორ უნდა, ისე განმარტავს ამას. მაგალითად, რუსებს გართულება აქვთ, რომ მათი მფარველი ცივილიზაცია ყოფილა "ნათელი" და კოსმოსური სიბრძნის მფლობელი, მერე მოფრენილა დაბალი დონის "ბნელი" ნიანგების პარაზიტული ცივილიზაცია, დაუმონებიათ კაცობრიობა, ჩაუკეტიათ ადამიანებისთვის განვითარების საშუალება, ხოლო თავის "აგენტებად" დაუდგენიათ - რასაკვირველია

- "
ივერები"). და ასევე იმაზეც, რომ ეს მეორე, "ჩვენი" რასა ფლობდა განსხვავებული ტიპის "ცოდნას" და პრაქტიკებს. ზედაპირული შეხედვით ეს მომხიბლავია, მაგრამ მთავარი ისაა, ვისგან იყო ეს ცოდნა და როგორ იყენებდნენ მას. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ამ ცოდნამ - უფრო პირდაპირ კი -
მაგიის ბოროტად გამოყენებამ და
ამ "ცოდნის" მომცემთა გაღმერთებამ ნამდვილი ღმერთის მაგივრად (და ისევ: როგორც არ უნდა გვესმოდეს ეს ცნება) გამოიწვია ატლანტიდის დაღუპვა; და
იგივე მოელის ამ ცივილიზაციასაც, დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ, გავიმეოროთ - მოცემულობაში არაფერი შეცვლილა, სრულიად არაფერი. სწორედ ამაზე იყო წინ ვრცელი ლაყბობა ჩემი მხრიდან.
* * *
...ასევე იყო ატლანტიც. ეგვიპტეში იყო ტოტი. მოგვიანებით იყო "ტოტი ატლანტიც". შორს რომ აღარ წავიდეთ, ყველა ეს პრომეთეეები, ტოტები-მოტები და კაცობრიობის "უნივერსალური ცოდნით" განათლებაზე და მის მიერ "უკვდავების" მოპოვებაზე "მზრუნველი" სუბიექტები, რომლებიც ყველგან ადამიანებზე და მათთვის "ცოდნის" გადაცემაზე ზრუნავენ, მერე ისჯებიან, წუწუნებენ თავის ბედზე და "უსამართლოდ დაჩაგვრაზე", ჩივიან, რომ მათ კეთილი განზრახვით გააცნეს კაცობრიობას ჭეშმარიტება, მაგრამ ზოგმა არასწორად გამოიყენა ცოდნა (ნწუ, ნწუ

), - იწილო-ბიწილოს რომ არ მოვყვეთ, არიან
ანალოგია და სინონიმები იმისა, რაც ბიბლიაშია აღწერილი "ვაშლისა" და "გველის" ეპიზოდში.
ყველა ეს სუბიექტი - არის ღვიძლი ძმა, ტყუპისცალი და კლონი პერსონისა, რომელსაც თანამედროვე ენაზე პოპულარულად
ლუციფერი ჰქვია.
ყველა ეს სუბიექტი ადრეც და ახლაც აცნობს კაცობრიობას
ამ ყელში ამოსულ და ყბადაღებულ "ცოდნას", რომლის ძირითადი, საწყისი პრინციპები (უფრო ზუსტად -
დოგმატები! - არანაკლებ ურყევი მიმდევართათვის, ვიდრე რელიგიური დოგმატები მორწმუნეთათვის), ჭეშმარიტებაზე ღრმააზროვანი პრეტენზიით, მოკლედ და სრულად გადმოცემულია "კიბალიონში" (და მათგან ერთის გარდა ყველა ეს დოგმატი არის სისულელე და "დაბოლება", და ვინც ამას ვერ ხვდება, მისი პრობლემაა; ჰარიპოტერობანა კიდევ მესმის პატარა ასაკში, მაგრამ დიდში უკვე ინფანტილიზმია).
თუ ვინმეა "ნიანგი" - ესაა სწორედ ლუციფერის ასტრალური ძმობა, იმიტომ, რომ გველი, სიბრძნის სიმბოლოს გარდა, არის რეპტილიაც.
მაგრამ ახლა ეს ძმობა ბევრისთვის დადებით გმირად ითვლება, და ახლო მომავალში, როცა "პორტალები გაიხსნება" და ადამიანის დაფარული შესაძლებლობები გააქტიურდება, "კოსმოსთან" შეუზღუდავი კავშირის ჩათვლით (ჩიპებიც წაეხმარება ამ საქმეს

), ასეთთა რიცხვი ისევე მასობრივი გახდება, როგორც მითიურ ატლანტიდაში.
შედეგიც იგივე იქნება, რაც ატლანტიდაში. და იმის გამო, რომ კალი-იუგა გადავიდა, ამით მოცემულობა არ შეიცვლება - არც დედამიწაზეა სხვა სურათი, არც ანგელოზთა დასი გამქრალა სადმე და არც უზენაესი.
-------
ახლა, ვინმე სერიოზულად მოელის, რომ რომელიმე მთაზე კლდეში ჩაჭედებულ რკინის ბორკილებს ნახავს?

ისე, გველის ტყავი ან ნიანგის თავის ქალა სერიოზული არტეფაქტი იქნება.
მანდ კი არ დევს, მაგრამ ტოტი ატლანტის კვერთხს თუ წააწყდა ვინმე, ნუ დაგვიმალავთ და შეგვატყობინეთ.
This post has been edited by ErK on 24 Apr 2013, 04:58