ბიძინა ივანიშვილს პატიმარმა დაურეკა VIDEO
ტელეკომპანია კავკასიის თოქ შოუში "სპექტრი" ბიზინა ივანიშვილმა მაყურებლის ზარებს უპასუხა, ერთ ერთი ზარი პირდაპირ ეთერში პატიმარმა ციხიდან განახორციელა, თუმცა მან პრემიერს შეკითხვა არ დაუსვა და ტელეფონი გათიშა. გთავაზობთ დიალოგის შინაარს:
- პატიმარი - ჩვენ გაწუხებთ ნომერ 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, შესაძლებელია თუ არა თქვენთან წერილის დაწერა, სადაც მოყვანილი იქნება ის საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს და პასუხის გაცემა როგორ შეიძლება რომ მოხდეს.
- ივანიშვილი - სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან? ... ეს თანამშრომელია?
- აქუბარდია -თქვენ თანამშრომელი ხართ თუ პატიმარი?
- ივანიშვილი - სუბარის თანამშრომელი ბრძანდებით?
- პატიმარი -დიახ დიახ პატიმარი ვარ
- აქუბარდია - რა დემოკრატიული ქვეყანა ვართ
- ივანიშვილი - თქვენ ვერ ახერხებთ, რომ ინფორმაცია მიაწვდინოთ მინისტრამდე და არ არის ამის საშუალება?
- აქუბარდია- არა პირადად თქვენთან უნდა
- ივანიშვილი - პირდაპირ როგორ შეიძლება ეს მოახერხოს
- პატიმარი- აზრი არ ააქვს
- აქუბარდია- რატომ? წერილი შეიძლება გააგზავნონ პრემიერ მინისტრის სახელზე
- ივანიშვილი - ჩვენ პატიმარი გვიკავშირდება ახლა კამერიდან?
- აქუბარდია- იქ ხომ ტელეფონი არის ოფიციალურად თანხას იხდი და....ფაქტიურად შეგიძლიათ აქვე დაუსვათ შეკითხვა
- ივანიშვილი - კი კი კარგი იქნება, აბა თუ შეგიძლიათ მოკლედ დასვა შეკითხვა, გვარი მითხარით და თუ შეკითხვა არის აქტუალური მე დავინტერესდები
ამ დიალოგის შემდეგ პატიმარმა ტელეფონი გათიშა
ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერი სტუმრად ბიძინა ივანიშვილი იხილეთ ვიდეო ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში
- See more at:
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=37...h.tMFH2jSD.dpuf
Я-Свет, а вы не видите Меня. Я-Путь, а вы не следуете за Мной. Я-Истина, а вы не верите Мне. Я-Жизнь, а вы не ищите Меня. Я-Учитель, а вы не слушаете Меня. Я-Господь ,а вы не повинуетесь Мне. Я-Ваш Бог, а вы не молитесь Мне. Я-ваш лучший Друг, а вы не любите Меня. ЕСЛИ ВЫ НЕСЧАСТНЫ-НЕ ВИНИТЕ МЕНЯ