ჩემი აზრით მაგ პრობლემის გადაჭრის გზა არსებობს და საკმაოდ მარტივიც:
ავტომობილების საყოველთაო-სავალდებულო დაზღვევა.

აცტომფლობელები ამით მხოლოდ მოიგებენ, ხარჯები დაეზოგებათ + გარანტია ექნებათ შეკეთების ხარისხზე.
ბიზნესი მოიგებს, ძალიან გაიზრდება და გამსხვილდება სადაზღვევო ბაზარი, ძალიან დიდი ფული დაემატება საბანკო სექტორს (აბა, წარმოიდგინეთ მთელი ის ფული, რასაც ავტოხელოსნებს უხდიან ხელზე, ბანკის გავლით რომ დაიწყებს ბრუნვას...)
სახელმწიფო მაგრად იხეირებს, მნიშვნელოვნად გაიზრდება გადასახადებიდან შემოსული თანხები.
საზოგადოება აგრეთვე იხეირებს - უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება სადაზღვევოებში და ბანკებშიც, სადაზღვევოებში კონკურენცია მოიმატებს და ავტოდაზღვევაზე ფასები დაიკლებს და მომსახურების პროდუქტის ხარისხი გაუმჯობესდება.
ნუ, ცოტათი შეიძლება ავტოხელოსნებმა იზარალონ თუ ლეგალური გადასახადების გადახდას და კანონის წინაშე თეთრად მოქმედებას ზარალს დავარქმევთ, მაგრამ არც ისე, რომ დაიქცნენ...თუ მართლა 200 ლარს აკეთებს ვიღაც დღეში, არ დაიქცევა თუ 160 ლარზე ჩამობრძანდება.

და კარგ ხელოსანს პირიქით მოემატება კიდეც შემოსავალი. სადაზსღვევოს რა თქმა უნდა ურჩევნია ისე გააკეთებინოს გაფუჭებული ავტომანქანა, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს გაძლოს, ამიტომ ყველა იმ კარგ ხელოსანთან დადებს ხელშეკრულებას და შეკვეთების რაოდენობა ბევრად მოემატება.
ეს ის სფეროა, რაშიც სიამოვნებით და აუცილებლად უნდა მივბაძოთ იანკებს.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey