ეგ საინტერესო მომენტია.
პროსაბჭოურმა ხელისუფლებამ ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომა რაც დაუშვა, ის იყო, რომ "რელიგიური სიბნელის" ერთბაშად დაძლევა მოინდომა.
ზუსტად ისე, როგორც ახლა ჩვენი ლიბერალები აკეთებენ.
ამას თან ახლდა პოლიტიკური მოტივიც - ადგილებზე ხალხის ცნობიერებაზე გადამწყვეტი ზეგავლენა, მიუხედავად საშინელი სიღარიბისა და ჩაგვრისა, მაინც ორ ინსტიტუტს ჰქონდა - კლანობრივ-საეროს, ადგილობრივ მიწათმფლობელებზე რომ იყო დამოკიდებული, და რელიგიურს.
კომუნისტებმა (თუ რაც ერქვათ) ეს ორივე ინსტიტუტი გადაიკიდეს და აიმხედრეს.
მიწათმფლობელების შემთხვევაში თუ გასაგებია - ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და აუცილებელი ამოცანაც მიწის რეფორმა იყო, - რელიგიას არ უნდა შეხებოდნენ.
რომ შეეხნენ, და უხეშად, იმიტომ დაიჭირეს "ის".
ცნობიერების (და არამარტო) ორივე მპყრობელი რომ ეტყვის რიგით გლეხს, ესენი მტრები არიან და უნდა ვებრძოლოთო, ისიც გამოვა და იბრძოლებს.
თან ფაქტი სახეზე ჰქონდათ. მართალია, სეკულარიზაცია და ქვეყნის შუასაუკუნეებიდან ამოყვანა აუცილებელი იყო, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით და რა მეთოდებით აკეთებ. გინდა, რომ ჩადრები არ ატარონ? - შეიტანე ეს აზრი, დანერგე, მოიცადე ცოტა ხანი. არა, - მაინცდამაინც მაშინვე და ერთი ხელის დაკვრით უნდა მიეღოთ შედეგი.
არადა იქ იგივე ჩადრის ტარება "ტრადიციული ღირებულება" იყო ყოველთვის, და მათი ერთბაშად და გამომწვევად ახდა - იდენტობის წართმევა გარეშე ძალის ადგილობრივი მოკავშირეების მიერ.
(სულ არ ვგულისხმობ, რომ საბჭოეთმა დასვა ქარმალი. ეს მათ მოიწვიეს საბჭოეთი, და ამას წინ სხვა პროცესები და სხვა ქვეყნის ხელის და ფეხის ფათური უძღვოდა წინ)
ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ლიბერალები გვეუბნებიან - რომ ცივილიზაციას უნდა ვეზიაროთ, და ამისთვის განათლება უნდა მივიღოთ. მაგრამ ეს განათლება და ულტიმატუმური შედეგი ახლავე უნდათ. თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, აქეთ ილანძღებიან.