SPLIYVIკარგი რაა კარგი რააა
პერიოდულად შენც როგორ სასტიკად ქოცდები ხოლმე
ის იმხელა სია რომ მიდევს ვერ ხედავ არა?
აფხაზეთის რკინიგზის თემის ისტორია (მეხუთე შევსებული გამოცემა) smile emoticon
საკითხის ისტორია :
1. 2012 წლის მარტი, პუტინი,არჩევნების შემდეგ ინტერვიუში ასახელებს ორი თემას, რაზეც მიშამ მისი თქმით "გადააგდო": აფხაზეთის რკინიგზა და ატც
2.2012 წლის დეკემბერი ბიძინა ინტერვიუში აცხადებს, რომ "გაცილებით მომგებიანი იქნებოდა თუ ტრანზიტულ ტვირთებს, არა ახალი ხაზით, ყარსი–ახალქალაქით (რუსეთის გვერდის ავლით), არამედ სოჩის მიმართულებით თუ გავუშვებთ"-ო.
ამაზე საზოგადოების და ოპოაზიციის რეაქციის შემდეგ- ვერ გაიგეთ თქვენ,.ასე არ მითქვამსო
3.2013წლის იანვარი ივანიშვილის სომხეთში ვიზიტისას სარქისიანი აცხადებს არც მეტი არ ნაკლები იმას,რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაარწმუნა იმაში, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსათვისაც მომგებიანი იქნება და სომხეთისათვისაც.თავად ბიძინა კი აცხადებს: " ეს არის ფაქიზი თემა, მასთან ჩვენი დამოკიდებულება უცვლელი რჩება. ეს არ არის მარტივი საკითხი ,მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს ეკონომიკისთვის დადებითი საქმეა. როცა ჩვენც დავრწმუნდებით და დავარწმუნებთ საზოგადოებასაც რომ ეს კარგია, ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ ამას“
4. 2013 წლის აპრილი პაატა ზაქარეიშვილი:"'ქართული მხარე არ არის წინააღმდეგი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის, რკინიგზა შეიძლება არ აღდგეს საბოლოო ჯამში,მაგრამ ეს არ უნდა იყოს საქართველოს მხარის, ქართული მხარის ბრალი....მე მიმაჩნია,რომ რკინიგზის აღდგენა ერთიორად ხელს შეუწყობს ძალიან ბევრი საკითხის მოგვარებას-როგორც ეკონომიკურ,ისე რეგონალურ,და კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით"
5.2013 წელის ივნისი ჩიორა თაქთაქიშვილმა გაახმაურა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დასკვნაში ჩანაწერი აფხაზური პასპორტების აღიარებაზე და:
"51. To further facilitate trade and increase freedom of movement, the new government says it is willing to
consider restoring the railway over the ABL between the Tbilisi- and Sukhumi-controlled territories."
რაზეც ისტერიკა დაიმართა ქოცხელისუფლებამ ტყუილიაო..
6.2013 წლის 28 ივნისი სერგეი შამბამ ინტერვიუში განაცხადა,„აფხაზეთი აფხაზური რკინიგზის აღდგენას დათანხმდება"...„მიმაჩნია, რომ მოცემული საკითხი საინტერესოა აფხაზეთისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული კომუნიკაციები გვაკავშირებს ჩვენ რუსეთთან და ამით წყდება ჩვენი ყველა სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური საკითხები.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი მაინც ერთგული რჩება თავისი მოკავშირული ურთიერთობებისა რუსეთთან, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში ის დასთანხმდება ასეთ პროექტს", " თუ საქართველო უარს იტყვის ამ პროექტზე იგი კიდევ უფრო მეტად დასცილდება აფხაზეთს. საქართველო ამ რკინიგზის გახსნით უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ვიდრე აფხაზეთი",
7.. 2013 წლის 3 ივლისი ბიძინამ- აფხაზეთის რკინიგზა აუცილებლად აღდგებაო..
"რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, ეს საკითხი ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, რკინიგზა უნდა გაიხსნას. ეს ზოგადად რაც შეიძლება, რომ ვთქვა. საუბედუროდ, ძალიან ხშირად მსგავს საკითხებში ბევრს თამაშობს პოლიტიკა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რამეთუ აქ კითხვები არსებობს, გვაქვს რაღაც კითხვები მათ შორის რუსეთთან. აფხაზებთან ჩვენ ვახერხებთ სახალხო დიპლომატიის დამსახურებით ინფორმაციის გაცვლას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ზედმეტ ვნებათაღელვას არ გამოიწვევს. ჩემი აზრით, ეს საკითხი დღეს ზედმეტად პოლიტიკურია. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა კითხვები აღარ იარსებებს. საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის გადაჭრას მოვახერხებთ და რკინიგზა აუცილებლად აღდგება", -
8. 2013 წლის 6 სექტემბერი.სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბაღდასარიანი "Новости-Армения"-სთან ინტერვიუში აცხადებს რომ რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი თანახმა არიან, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნას, "ქართულმა მხარემ თანხმობა მოგცვა, ასევე თანახმა არიან რუსეთი და აფხაზეთი. თუმცა ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კონფლიქტური მხარეები. მთავარია, რომ ამ რკინიგზის მონაკვეთის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობს", ამაზე ქოცხელისუფლება აცხადებს დეზინფორმაციააო,თუმცა პირადი კავშირებით გადამოწმებისას ბაღდასაროვი ადასტურებს ამ ინფორმაციას.
9.2013 წლის 11 ოქტომბერი
პარასკევი, "მაესტროს" საღამოს საინფორმაციო გამოშვება
ზურაბ აბაშიძე აკეთებს კომენტარს საქართველოდან ხილის და ციტრუსების გატანაზე რუსეთში
და ამბობს ასეთ რაღაცას:
"ჩვენი სატრანსპორტო კომპანიები ჩაერთვებიან ამ პროცესში, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, და ამავე დროს რკინიგზითაც მოხდება შემდეგში ტრანსპორტირება. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მიღწეულია შეთანხმება.".(!)
10. ამავე კონტექსტში გავიხსენოთ 2014 წლის იანვარში რუსეთის სტარტეგიული კვლევების ცენტრის (ამელინას კანტორა) დირექტორის მოადგილის ჩერნოვის ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი მოხსენება სომხეთში..
"Прямая граница между Россией и Арменией, Евразийским союзом и Арменией будет установлена в ближайшие 2-4 года, Россия получит прямой выход в Армению, а Армения в Россию, беспрепятственный доступ к Черному и Каспийскому морям."'
http://conjuncture.ru/chernov-16-01-2014/11. 2014 წლის 18 ივნისი
"კურიერში" სიუჟეტი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე.
სარქისიანის კომენტარი: ეს საკითხი არ არის მარტო რუსეთის და სომხეთის გადასაწყვეტი,სხვა მხარეები-ც (!) მონაწილეობენო.(зависит от других сторон тоже)
12. 2014 წლის 16 ივნისი ზურაბ აბაშიძის განცხადება:
Абашидзе: Грузия готова к диалогу с Россией по Абхазской железной дороге
Грузинская сторона готова внимательно выслушать предложения России по восстановлению железнодорожного сообщения через Абхазию, - с таким заявлением выступил сегодня спецпредставитель премьер-министра Грузии по урегулированию отношений с РФ Зураб Абашидзе.
"У нас есть серьезные условия для открытия железнодорожного движения, и если со стороны России будет серьезная инициатива, мы готовы очень внимательно выслушать ее, но мы также предложим свои условия",- сказал Абашидзе.
http://www.vestikavkaza.ru/news/Abashidze-...noy-doroge.html13. – 2014 წლის7 ნოემბერი- სომხეთის ტრანსპორტის და კავშირგაბულობის მინისტრის მოადგილის, არტურ არაკელიანის, მიერ გაკეთებეული განცხადება, სადაც ის პირდაპირ საუბრობს აღნიშნულ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და მასში ქართული მხარის მონაწილეობაზე. -
14.2014 წლის 24 ნოემბერი: პუტინის განცხადება სოჭში, სოხუმთან მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სადაც მან პირდაპირი მინიშნება გააკეთა მარშრუტის სარგებლიანობასა და მისი აღდგენის მხარადჭერაზე.
15.2014 წლის 14 ნოემბერი რუსეთის პრეზიდენტის სპეც. წარმომადგენლის, ვლადისლავ სურკოვის განცახდება იმის თაობაზე, რომ თბილისი აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა. განცახდება გაკეთებულია სოჭში, 2014 წლის 14 ნომებერს.
16. 2014 წლის14 ნოემბერი- რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „კავკაზსკი უზელ“-ს განუცხადა, რომ
აფხაზეთისთვის აღნიშნული პროექტი საინტერესოა. ინტერვიუ თარიღდება 2014 წლის 14 ნოემბერით.
17. 2014 წლის 20 ნოემბერი პაატა ზაქარეიშვილი:„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ რკინიგზის გახსნაში, თუ გათვალისწინებული იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“,
თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ არანაირი მოლაპარაკება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული, თუ სხვა ტიპის პროექტი განხილული იქნება, თუ ის ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესს.
18. 2014 წლის 24 ნოემბერი- პაატა ზაქარეიშვლის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობს საქართველოს პოლიტიკური ელიტის შესაძლო მზაობაზე განიხილოს აღნიშნული საკითხი.
ჰო კიდევ, ამ ამბავს აქვს ერთი გულისამრევად ცინიკური ასპექტი: თურმე იქეთ კი არ გვეხვეწებიან რკინიგზა აღადგინეთო
სარქისიანი იძახის,ბიძინამ დამარწმუნაო
შემდეგ ბრძანა რუსეთის და სომხეთის გარდა სხვა მხარეებზე-ც არის დამოკიდებული ამ საკითხის გადაწყვეტაო (зависит от других сторон тоже) -საერთოდ რომ გვახსენეს ამაზეც მადლობა..
შამბამ საერთოდ დაგვამადლა,დავთანხმდებით და საქართველო უფრო უნდა იყოს დაინტერესებული,ვიდრე აფხაზეთიო..
ანუ აფხაზეთის რკინიგზაც უნდა გაგვიხსნან,იქეთ მადლიერები უნდა ვიყოთ -დივიდენდებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა ქოცხელისუფლება ამ ქვეყნისთვის დამღუპველ ნაბიჯს საუკუნის ინფრასასტრუქტურულ პროექტად შემოგვასაღებს (შეჩერებული ყარსი-ახალქალაქის ფონზე) და მადლობას გადაუხდის რუსეთს. სომხეთს და აფხაზ ძმებს,ამ "პროექტის" განხორციელების საშუალება რომ მოგვცეს..
გავაგრძელოთ:
19.. 2014 წლის 27 ნოემბერი: სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტარასიანის განცხადება იმის თაობაზე,რომ საქართველო მზადაა მისცეს თავისუფალი სატრანზიტო დერეფანი სომხეთს.
Грузия готова предоставить свободный транзитный коридор для экспорта армянских товаров в страны Евразийского экономического союза, сказал в среду заместитель министра экономики Эмиль Тарасян в ходе организованных Союзом промышленников и предпринимателей Армении обсуждений по вопросам
20. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ მოლაპარაკებებს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემაზე რუსეთთან..
""ის, რომ სადღაც კულისებში მიმდინარეობს რაღაც მოლაპარაკება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. იქამდე, სანამ რაიმე დადებითი დინამიკა არ იქნება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ამ პრობლემის განხილვა ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს არის დაკავშირებული იმ პოლიტიკურ პრობლემასთან, რასაც საქართველოსთვის აფხაზეთის პრობლემა ჰქვია. ამ პრობლემის მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია იმ პრობლემის მოგვარება, რასაც რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო აღდგენა ჰქვია",
21. 2015 წლის 26 თებერვალი: პრაღაში კარასიძე -აბაშიძის შეხვედრის შემდეგ კარასინის კომენტარი:
(წყარო-ტელეკომპანია"იმედი")
"გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა არა დეტალურად, რადგან ეს საკითხი აფხაზური მხარის მონაწილეობით უნდა იქნას განხილული."
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare