რეალობა ყოველთვის მკაცრია და თავის მოტყუების უფლებას მხოლოდ ქოსატყუილა ცდილობს ---არა თავისი თავისას, არამედ სხვათა.
იოლია ილუზიური მდიდრობა ვალების და სესხების ხარჯზე: აბსოლიტურად უქონელს მიეცი მილიონი სესხად და იცხოვრებს შესაშური კეთილდღეობით სესხ-რესურსის ამოწურვამდე.
ექსპორტ-იმპორტის შეფარდებაა --- საზოგადოდ მკაცრი რეალობა რეალური კეთილდღეობისა, იგივ მოხმარებულ-შექმნილის თანაფარდობა.
უდავოა, რომ მოხმარება რამდენადაც აღემატება შექმნილს --- იმდენად ღატაკდება საზოგადოება და ქვეყანა საჯარო ვაჭრობით გაყიდვისაკენ მიექანება, როგორც
გაკოტრებული ციხისაკენ.
სათავე არის სისტემაში --- რომლითაც იმართება ქვეყანა პუტჩის შემდგომ და 2003 წლიდან ხელოვნურ-ილუზიური კეთილდღეობის ზრდით ვერგადამხდელ-კოტრისაკენ.
მევალის ხელში გადადის მთელი ქვეყანა სამართავად, რასაც ადასტურებს უქონელთა მასის კატასტროფული ზრდა და ემიგრაცია მზარდი დემოგრაფიული კრიზისით.
სისტემა, რომელშიც უმცირესობა იღებს დიდ სარგებელს და ვალებს იხდის ის უმრავლესობა, რომელსაც ეს ,,სარგებელი'' კვლავ გაზრდილი სარგებელით ემატება გადასახდელად.
ესაა მძიმედ დანაშაულებრივი სისტემა.... რომელიც კვლავ გრძელდება და ახალი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ამ სისტემის ძალა-უნარს თუნდაც მისსავე უსწრაფესად ჩამოსაშლელად.
სიტყვა კოჰაბიტაციაც სწორედაც ამ სისტემამ დაუყენა ულტიმატუმად --- რაც აშკარა მუქარაა სინამდვილეში და ემბარგოს ტოლფასია ქვეყნისათვის.
,,ამათ ჰგონიათ რომ დაძღებიან და მოასწრებენ...''
და რას მოასწრებენ?
სისტემა მათი ხელით სრულად შეასრულებს დასახულ მიზანს, რომელიც ,,აბორიგენ ინდიელთა'' ისტორიის ანალოგიურია.
არსებული სისტემის პირობებში, მისი რადიკალურად შეცვლის გარეშე ---არსებული ხელისუფლება წინანდელზე ბევრად უარესს მოიმკის... სურს ეს მას, თუ არა.
არცოდნა არცოდვააო! ---იტყვიან...
არადა პირიქითაა --- სწორედ არცოდნა იწვევს უმძიმეს შეცდომებს და კატასტროფებს ყველა სფეროში.
სულიერში კი --- მოუნანიებელ უმძიმეს ცოდვებს, რაც ნელთბილობით მთავრდება საბოლოოდ.
,,პროლეტარებო შეგეცით'' --- სინამდვილეში ნიშნავს ერის სრული გენოციდისაკენ მოწოდებას, რადგა უმრავლესობა უკვე
უქონელი, უუფლებო და ღატაკია --- პროლეტარია.
ეს სიტყვები ტყუილად არ ითქვა ავადმყოფი, რეგვენი და ნარკომანის პირით! ---რომელიც ვგონებ აზრზეც არაა რას აროშინებენ... და ვინც აზრზეა --- ვინ არიან?... განსაჯეთ!
,,კართაგენი უნდა დაინგრეს!''
არ დაანგრევ და ის გაგასწორებს მიწასთან... დაუნდობლად და ცივად.
ესაა გაღვიძება --- ჯერ სულიერი, რომელიც ქმნის ჭეშმარიტ მატერიალიზმს!
გაღვიძებით სატანაც აღვიძებს.... სრულად დასამონებლად.
ამიტომაა ვალდებულება მტერ-მოყვრის ცნობისა --- მოვალეობა და პასუხისმგებლობა ნებისმიერისა!
რისი დროის ნაკლებობას სჩიოდა წინა ხელისუფლება?
ხვდებით?
რა არ დასცალდათ?
უახლესი ისტორიიდან:
,,ვაი-კომუნისტებმა მიოყვანეს ეროვნულები... მართვის უცოდინარნი. სხვანაირად ვერ მოაწყობდნენ პუტჩს და ,,პრიხვატიზაციას'' ბნელ ღამეში...''
პრევენცია განმეორების რეალობისაგან --- სასწრაფოა!
,,ხის და ცულის იგავი.''
This post has been edited by triumpi on 6 Jul 2013, 12:34