დღეს ვაკიდან საზ. ტრასპორტით წამოვედი და სასტიკ სიტუაციაში მოვხვდი...

ცუდ ხასიათზე ვიყავი (ახლაც ცუდ ხასიათზე ვარ) და მე რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ძალიან შარიანი და ბოროტი ვარ-ხოლმე... :დ
ხოდა, ავედი ავტობუსში და დავჯექი თავისუფალ ადგილზე...
ამასობაში ავტობუსი შეივსო... ამოვიდნენ ბევრი ქალები... მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტს მეძახიან, ძალიან არაფემინისტური გამოვლინებები მაქვს ასეთ სიტუაციებში - ქალებს ტრანსპორტში ადგილს ვუთმობ, გოგოს კარს ვუღებ და წინ ვატარებ, ფულს მე ვიხდი სადმე გოგოს გვერდით, პახოდში თუ ვინმე ნაზიკო გაიჩითა, იმის რუკზაკს მე ვათრევ და თუ საწვიმარი არ აქვს, ჩემსას ვათხოვებ და მე ვილუმპები (ეს უკანასკნელი ძალიან მაბრაზებს, მაგრამ მაინც ასე ვიქცევი)...
მაგრამ ახლა რაღაცაზე გაპათოლოგებული მქონდა და არ დავუთმე ადგილი არავის, ვზივარ მახვშივით... ერთი ფაშფაშა ქალი დამადგა თავზე ნაგლად (როგორც იციან-ხოლმე) და ზედ გადამეფერა... მე დავიკიდე... არადა, მკერდი ჰქონდა 12 ზომა... მოკლედ, ესეთი სიტუაციაა და ეს ქალი წინ გავიდა და ახლა კაცი დამადგა თავზე... ამ კაცს ხელი ზემოთ ჰქონდა მოკიდებული და ნუ... იღლიის დემონსტირებას ახდენდა...

მე იქ ბიოლოგიური შეტევა განვიცადე, არ ვიცი, ვერ აღვწერ სიტყვებით...

ტიპი ყარდა, ნუ აი რაღაც საოცრად... ყველაზე ტურტლიანი მგზავრის მსხვერპლი გავხდი... თან რომ ჩამოვედი, კაი ხანი კიდევ გამომყვა იმ სუნის საზიზღარი შეგრძნება... მოკლედ, ქალს ადგილი რომ არ დავუთმე, ასე სასტიკად დავისაჯე... რაღაცა არსებობს აშკარად...

ცოტა ხანი გმირულად გავუძელი და მერე კი ვიკადრე წამოხტომა...
ხოდა, ესე იყო ეს ამბავი...