ზურაბ ხარატიშვილი ბაჩუკი ქარდავასთან და პაატა დავითაიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
16:42 15-08-2013
ცესკო-ს ყოფილი თავმდჯომარე ზურაბ ხარატიშვილი ბაჩუკი ქარდავასთან და პაატა დავითაიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ზურაბ ხარატიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხარატიშვილი აპირებს ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც პოლარიზებული არ არის.
"ქარდავას და დავიათასთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ, ვინც არ გამოირჩევა რადიკალიზმით და გარკვეული პოლიტიკური ღირებულები გააჩნია ყველასთან ვითანამშრომლებ," – აღნიშნა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, რეალური პოლიტიკური კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყება, რაც ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნება.
რაც შეეხება თანამდებობიდან მის გადადგომას, ხარატიშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...morickhavs.html
-------------------------------------------------------------------
This post has been edited by 7-november on 15 Aug 2013, 21:01