ის უნდოდა, რაც ეკლესიებს, მაგალითად, ინგუშეთში.
ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში

...ჩეჩნეთ-ინგუშეთში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება VII-VIII საუკუნეებში იწყება ქართველი მეფე-მთავრების მიერ. ქართველ მისიონერებს შეჰქონდათ სასულიერო წიგნები (იოანე ბაგრატიონის ცნობით, ძურძუკებმა და ღლიღვებმა კარგად იცოდნენ ქართული ენა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებმა - ქისტური), აშენებდნენ ეკლესიებს. პატრიარქ ექვთიმეს თავად შემოუვლია და შეუსწავლია ეს კუთხე. ქრისტიანობის კვალი კარგად იკითხება ეთნოგრაფიაში, წეს-ჩვეულებებსა და რელიგიურ დღესასწაულებში. დღეს ქართული ეტიმოლოგია 35 ძეგლს ემჩნევა. ბევრია საკულტო ნაგებობაც. აღსანიშნავია სვანური კოშკებისა და შიდა ქართლის დარბაზული ტიპის მსგავსი ნაგებობები. ჩეჩნეთ-ინგუშეთის მთელი ტერიტორია დაფარულია ქართული ქრისტიანული წარმომავლობის ტოპონიმებითა და გაუქმებული სამლოცველოებით, ერთ-ერთი ასეთია "თუშოლი" (თიშუოლ/თიშოლ/თიშლ, რომელიც ალექსი ჭინჭარაულის აზრით, გახლავთ ვაინახური ენების კანონზომიერებით გადასხვაფერებული ქართული ღმრთის მშობელი) და "ბარამ-ტაში" ("მარიამის ქვა"). ინგუშეთში, მდინარე ასას ხეობაში გვხვდება ქრისტიანული ეკლესიები: გალ-ერდი, ალბი-ერდი, მაგი-ერდი და ყველაზე დიდი მათ შორის - თხაბა-ერდი/ტყობა-ერდი.

1781 წლიდან მოყოლებული, არაერთი მკვლევარი დაინტერესებულა ტყობა-ერდის ტაძრით. ის მდებარეობს თარგიმის ქვაბულის ცენტრალურ ნაწილში სოფელ ხაირახის მახლობლად, წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას და ქართული ძეგლების მსგავსად, ორიენტირებულია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. ტაძარი IX საუკუნემდე არსებული ნაგებობის საძირკველზეა აგებული, მაგრამ როგორც ჩანს, რამდენჯერმე გადაკეთდა. მთავარი ეკლესიის ინტერიერსა და სამხრეთის ფასადზე ინგუშეთის ეროვნული ხუროთმოძღვრების ელემენტებიცაა, გამორჩეული ორიგინალური დეკორითა და ჩუქურთმებით. როგორც ფასადის მხარეს, ისე ინტერიერში, შირიმის ქვის ბლოკებზე ამოკვეთილია ადამიანისა და ცხოველების რელიეფური გამოსახულებანი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ამ ნატაძრალს უკავშირდება, არის ძველქართულდამწერლობიანი სამშენებლო კერამიკა - ბრტყელი და ღარისებრი კრამიტები. ამ წარწერებში მოხსენიებული "არსენი მ"-ის არსენ მამამთავრად ახსნის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ წარწერათა პალეოგრაფიული და ტაძრის არქეოლოგიურ-ხელოვნებათმცოდნეობითი მონაცემები X საუკუნის II ნახევრისა და X-XI საუკუნეების მიჯნისკენ მიუთითებს, არქეოლოგი და კავკასიოლოგი გივი ღამბაშიძე ასკვნის, რომ მისი აღმშენებლობა ქართლის კათალიკოს არსენ II-ის (955-980 წწ.) სახელს უკავშირდება. ტაძრის აღშენების ვითარებაც გამხელილია დასავლეთის ფასადის რელიეფზე.
...

საქართველოს გავლენით შექმნილ ქრისტიანულ ძეგლებად მიიჩნევენ ასევე, მიატარ-დელასა და მაგო-ერდას.
ამ ძეგლების შემორჩენილი კონსტრუქციების, არქიტექტურული პროფილების სიმკვეთრე, ხეობათა და მთის გზების გადაკვეთაზე მშვენივრად მოძებნილი განლაგება, ქართული მასალების გამოყენება მშენებლობაში და განზომილება უთუოდ მიუთითებს მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ეჭვშეუტანელია კავკასიის მთიან ნაწილში ქრისტიანობის შეღწევა და მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ქართულ-ინგუშური მჭიდრო ურთიერთობების არსებობა...
http://www.kvirispalitra.ge/history/12842-...gushethshi.htmlრაც შეეხება ალანიას, ოსების გაქრისტიანებას ხელი ჯერ კიდევ აფხაზეთის სამეფომ მიჰყო ხელი, მანამდე, სანამ ბაგრატ III საქართველოს გააერთიანებდა.
ქართული რელიგიური და კულტურული გავლენა საკმაო იყო ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ მონღოლებისა და განსაკუთრებით თემურ-ლენგის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ამ გავლენების უარყოფა და მით უმეტეს, ამაზე ოხუნჯობა მხოლოდ წასრულის არცდონას შეიძლება ეყრდნობოდეს.
This post has been edited by Geronti on 26 Aug 2013, 13:09