მე 83-იანი ვარ, კარგი მეხსიერებით (უნიკალურიც კი

) და full life-ით.

პიცუნდა, ლესელიძე, გაგრა, ახალი ათონი, კეჩხობი, შოვი...დუღდა და გადადუღდა.

ყველაზე ლამაზად ეს მახსოვს და ახალი წლები (თუმცა ბავშვობიდან ალბათ ყველას ლამაზად ახსოვს ზაფხულის არდადეგებიც და ახალი წლებიც, როცა არ უნდა დაბადებულიყო, რომელ დროშიც...).
მახსოვს, რომ საბჭოთა პროპაგანდის, კომუნიზმის, სოციალიზმის და ა.შ. ასაკოვანი ადამიანების გარდა არავის ეჯერა და მასხარად ასაგდები თემა იყო. ერთთავად ფულის კეთებაზე და თავაწყვეტილ გულაობაზე იყო გადასული ყველა - 24 საათი ქეიფი ყველა ოჯახში (შამპანურებით). აქ ზოგიერთები რაღაც გაჭირვებაზე რომ წერენ თუ როგორი მძიმე ბავშვობა ჰქონდათ, ვერ ყიდულობდნენ ძვირფას ნივთებს, სათამაშოებს თუ ტანსაცმელს - არ მჯერა და ვერც ვერავინ გადამარწმუნებს. მართალია ჩემი ოჯახი შეძლებულთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, მაგრამ იმხელა უბანი მქონდა, ეზო, სანათესაო...მართლა არავინ მახსოვს, ვისთვისაც რამე ყოფილიყო ხელმიუწვდომელი - ზაფხულში დასვენება, კვება, კინოში წასვლა, ჩაცმა (იმ დროის შესაფერისად, კარგად), ბავშვისთვის სათამაშო და ტკბილეული და ა.შ. ნუ ეხლა ლუდოვიკოს გარნიტურები, 9 კარატიანი ბრილიანტები და წითელ წიგნში შეტანილი მღრღნელების შუბები გოიმებს და ძალიან მაღალჩინოსნებს ქონდათ მაშინაც, ეხლაც და მომავალშიც ასე იქნება, თანაც ყველა ქვეყანაში.

მახსოვს, რომ განათლება სასწაულად მაღალ დონეზე იდგა. ნუ, მე შესადარებლად 90-იანი და 2000-იანი წლების საქართველო მაქვს, არანაირად არ ვიცი იმ დროის დასავლეთში ამ სფეროში რა მდგომარეობა იყო, მაგრამ მაინც მეეჭვება ამაზე ბევრად მაღალი ყოფილიყო სადმე. ფაქტია, პედაგოგებიც, სახელმძღვანელოებიც და სასწავლო პროგრამაც ძალიან მაღალკვალიფიციური იყო. კიდევ კარგი სკოლაში 89-ში მივედი და პედაგოგებიც ინერციით მაშინდელნი შემომრჩნენ, თორე რა მეშველებოდა ერთი 10 წლით გვიან რომ დავბადებულიყავი
კიდევ, სავსე სოფლები მახოვს.

წარმოშობით რაჭველი ვარ და ბავშვობაში რომ ჩავდიოდი ყველა სახლში ვიღაც ცხოვრობდა, ეზოები მოვლილი იყო, ბოსტნები დამუშავებული, პირუტყვი ყავდათ, ზაფხულში ივსებოდა იქაურობა და მიდიოდა ჟრიამული...ახლა სარეველაა მოდებული ყველგან, მდუმარება და სევდა...გვერდზე წაწვენილი, აივან გამომპალი ოდები.

მახსოვს გასტრონომებში კალბასის ჩეკები, პირამიდისებურად დაწყობილი ტომატიანი კილკის კონსერვები და სგუშონკები, ბადე-ჩანთებში ჩაწყობილი შუშის სქელტუჩა მაწვნის ბოთლები და ოთხკუთხედ მუყაოებში ჩასხმული რძე (სუნიც კი მახსოვს), სადარბაზოში ფეხით რომ ავდიოდილამის ყველა სართულიდან ნამცხვრის სუნი გამოდიოდა
ჩაცმულობიდან და აქსესუარებიდან მახსოვს, რომ მაგ პერიოდში (80-იანებში) შემოვიდა რეი-ბანები, ვარიონკები, რაღაცა ტაპკები, ჯექსონები, მარლბორო, კენტი, ქემელი...ქალებს რაღაცა ნამეტანი დიდი ზომის საყურეები (ძირითადად რგოლები), მკვეთრი პომადები, ბურდას ჟურნალები, მაღალ შპილკებზე წვეტიანი ტუფლები, ძალიან ჭრელი ტანსაცმელი.
რვეულებს კაპიროვკები მოყვებოდა (რატომ, დღემდე არ ვიცი)

ვიდეოკასეტების გაქირავებები და იქვე აუდიო კასეტებზე მუსიკის ჩაწერები
ძირითადადმაინც გაუთავებელი ქეიფები, ქეიფები, ქეიფები...სამზარეულოში შამპანურის ბოთლების და ყუთების გროვა, სტუმრები აქეთ, იქით, გამუდმებით სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში სიარული ქორწილებში თუ ისე, უბრალოდ, საქეიფოდ და მოსაფერებლად, ოჯახებით...ცუდს ვერ ვიხსენებ ვერაფერს და მომკალით, ჰა!
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey