მწვრთნელი რით განსხვავდება ფიზკულტურის მასწავლებლიგან ?
იღებს ყველაფერს თავის თავზე და იცავს საკუთარ ფეხბურთელებს.
მე არ მახსოვს რომ ბოლო დროს და საერთოდაც რომელიმე ნორმალური მწვრთნელი გამოსულიყოს და ეთქვას.
იმიტომ წავაგეთ რომ ჩვენი ფეხბურთელები იმათზე სუსტები არიანო.
გასახდელში კი შეიძლება დაახურო თავზე და ვარჯიშის დროსაც.
მაგრამ პრესკონფერენციაზეც რომ მიაჯვავ ეგ იმას ნიშნავს რომ მართლა რომ მესები იყოს.
იმ მოთამაშის ფსიქოლოგიას ერხევა და გამოუსადეგარი ხდება.
ორი ტიპის მწვრთნელი არსებობს იმჰო.
პირველი ეტყვის ბიჭო როგორ მოგატყუა მაგ დედა#####ულმა ხო არ ანძრევდიო-ვან გალი, ფერგიუსონი
მეორე ხო ხედავ ერთ მეტრში რო ეთამაშები ადვილად გატყუებს და მეტ-ნახევარში დაუდექიო-სკოლარი, მაურინიო
ეგ იმას არ ნიშნავს რომ ან ერთს არ შეუძლია გინება ან მოერეს სწორედ ახსნა რა უნდა გეკეთდეს მაგრამ აქ ლაპარაკია სტილზე.
ორივე მუშაობს. ოღონდ რა თქმა უნდა კაცს გინების და გაბრაზების ნაცვლად გონებაც უნდა უჭრიდეს და რჩევის მიცემაც შეეძლოს.
თორე აგერ რაინდმა კაცმა გააქანა ერთ რიგით თამაშში და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ბუცი სთხლიშა თავში.
მაგრამ მაგ კაცს ბექჰემზე კი არა სილვესტრზე ვერ გააგდებინებდი ცუდ სიტყვას საჯაროდ.
მოერე ტიპის მწვრთნელებზე საერთოდ არაა ლაპარაკი გიჟდებიან ისე უყვარს ნებისმიერს მაურინიო ვისაც კი მასთან უმუშავია მიუხედავად იმისა რომ დიდი გაიძვერა ვინმეა ზოგადად.
ეს კიდე ფიზკულტურის მასწავლებლივით ყოველ წარუმატებლობას რომ ფეხბურთელებს აბრალებს და თვითონ გამოვიდა გენიოსი.
დიდ პატივს ვცემ როგორც საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ბოლო 20 წლის განმავლობაში.
მაგრამ როგორც მწვრთნელი 2 მილიონი არ ღირს მაგის მუშაობა.
არაფერს 2 მილიონისას ეგ მანდ არ აკეთებს.
საშულაოზე დაბალი დონის გუნდი ჩამოაყალიბა რომელსაც ზოგჯერ არ გაშვება გამოსდის გოლის.
და ეგ ყველამ იცის.
ნებისმიერმა 300 ათასიანმა მწვრთნელმა წელიწადში.
ის კვიპროსის მაგალითიც არაა თითზე დასახვევი.
გაცილებით სუსტი შემადგენლობის გუნდებს უთამაშიათ ჩემპიონთა ლიგაში ვიდრე ანართოსისი იყო და ეგეთი ბარე 20 მოგროვდება.
მერე რა რომ პატარა ქვეყნის გუნდი გავიდა ლიგაში.
სავიო ბორტოლინი თამაშობდა იმ გუნდში.
მართალია ვეტერანი მაგრამ მაინც სავიო.
პოლიტიკის განყოფილებაა და ავხსნი მაინც

ეს სავიო თავის დროზე რონალდოსთან ერთად ითვლებოდა ბრაზილიის უნიჭიერეს ფეხბურთელად.
ასეთი ლეგენდა არსებობს არ ვიცი რამდენად სწორია.
ტელე სანტანას კითხეს აი უკვე ბრაზილია 30 წელია მსოფლიო ჩემპიონი არ გამხდარა და რა გვეშველებაო.
და იმან დაწყნარდითო
ჩვენ რონალდო და სავიო გვეზრდება და აუცილებლად დავდებთ მსოფლიოსო
მერე ეს სავიო რეალში გადავიდა იქ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა 2000 წელს
მერე გუნდში ფიგუ, ზიდანი, რონალდო მოვიდნენ
და ჩაიკარგა ცოტა
მაგარამ ქეცბას გუნდში არც ისეთი ბებერი იყო 35 წლის თუ არ ვცდები და საკმაოდ ნორმალურ ფორმაში
კიდე იყვნენ იმ გუნდში საკმაოდ საინტერესო მოთამაშეები რომლის ნიჭთანაც დღევანდელი საქართველოს ნაკრების ვერცერთი წევრი ვერ მოვა
ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე
და იმას ვამბობ რომ არ იყო იმ გუნდის ლიგაში თამაში რაღაც სასწაული მოვლენა.
ქეცბამ ნორმალურად იმუშავა ამ გუნდთან და შეძლო რომ ნიჭიერი მაგრამ ფსიქოლოგიურად არამყარი ფეხბურთელებისგან რაღაც გამოედნო.
ჩვენთან შეხვდა უნიჭო ხალხი არა მყარი ფსიქოლოგიით.
თავისი კრიტიკით იმის შანსიც წაართვა რომ ამ ბიჭებს ოდესმე საკუთარი თავის მაიც ჯეროდეთ.
და თეორიულად უშვებდნენ რომ ფეხბურთში შეიძლება ზოგჯერ გაიმარჯვო კიდეც.
ხოდა უნდა წავიდეს.
ჩვენც ტოპ მწვრთნელი (კუპერი, ტოპმიულერის ტიპისა) დავივიწყოთ ტყუილი ფულის ყრაა.
მოვიყვანით ვინმე წიპა გეგუჩაძე დევდარიანი.
კაი 300 ათასი წლიური ხელფასი.
და თუ გვაქვს ის ზედმეტი მილიონ 700 ათასი.
დავხარჯოთ უფრო რაციონალურად.
ან ბავშვთა ფეხბურთში ან კიდევ ეროვნულ ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად ჩაიდოს რაღაც ფორმით.