ეს კიდევ თბილისი მეტროში გადამხდა...
ზაფხულის იმ არაცხელ დღეს რატომღაც მეტროთი გადავწყვიტე, დიდუბის მეტროთი წასვლა...
ბაქანზევე მეცა თვალში რუსი ტურისტის სიმრავლე...
ვაგონი იმ ჯერზე ცარიელი მოვიდა და ადგილებიც ბლომად იყო.. მოვთავსდი ადგილზე..
ჩემს წინ ახალგაზრდა რუსი წყვილი ჩამოჯდა...
ნელ ნელა დაიწყო ვაგონმა ავსება...
ჯერ ასე 15 წლის ჭრელად გადაღებილი და ჭრელად ჩაცმული გოგონა ამოვიდა..
ძალიან უცნაური და საყვარელი არსება... ეს რუსი ახალგაზრდები ჯერ ამას მიაშტერდნენ...
მერე ძალიან სიმპატიური ბიჭი ამოვიდა ბლანჟეთი და საყურით, ჩაფსკვნილი და ვაჟკაცური შესახედაობის,
ჩემს გვერდით ჩამოჯდა რვეული ამოაძრო და მათანალიზის სწავლას შეუდგა...
ინტეგრალებს არჩევდა... ეტყობა გამოცდისთვის ემზადებოდა... სტუდენტი....
დაძვრა იმ რუსის გოგოს თავალები ამ სტუდენტზე..... მას კი თავისი ინტეგრალები ადარდებდა და თან გოგო თავისუფალიც არ გახლდათ....
შემდეგ გაჩერებაზე ჩვენებური ლამაზმანი გოგოები ამოვიდნენ..
შხვართები, მოკლე კაბებში, შავთმიანი ,,, შავტრუხა.... მთელი ორი წიკა კანდელაკი..
ეხლა იმ რუსის ბიჭს დაემართა გაშტერება....
მოკლედ დიდად ვიხალისე....
This post has been edited by sulo on 4 Apr 2020, 18:58