„კუდ“-თან საგანელიძის საიდუმლო თანამშრომლობაზე თანხმობა ვიდეოფირზეა გადაღებული
13:11 2013-10-08
"დ. საგანელიძემ დაგვიწერა ხელწერილი თანამშრომლობის თაობაზე, ჩვენი მხრიდან მოხდა ყოველივე აღნიშნულის ვიდეოფიქსაცია ოპერატიული ტექნიკის გამოყენებით" - წერს დოკუმენტში მეგის ქარდავა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ირინა იმერლიშვილისა და ზაქარია ქუცნაშვილის შესახებ სკნდალური დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, რომელთა საფუძველზეც ისინი არჩევნებამდე ,,კუდ“-თან საკუთარი თანხმობის საფუძველზე თანამშრომლობდნენ, ,,ქრონიკა +“ კიდევ ორ სკანდალურ საინდუმლო დოკუმენტს აქვეყნებს.
დოკუმენტების მიხედვით, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ პრემიერის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე.
გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებში იკითხება: ,,საიდუმლო. საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.
მე, ირაკლი თენგიზის ძე მელაშვილი, დაბადებული 1965 წლის 3 სექტემბერს პირადი ნომრით, 0101503547, თანახმა ვარ ვითანამშრომლო საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მოგაწოდოთ ცნობები პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენების შესახებ, თანახმა ვარ შევასრულო თქვენს მიერ მითითებული დავალებები. თანხმობას თანამშრომლობის შესახებ ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით.“
დოკუმენტის ჩაბარების აქტს ხელს აწერს სოსო თოფურიძე. მეორე საიდუმლო დოკუმენტი მიღების აქტს , რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ეხება, ხელს მეგის ქარდავა აწერს.
საგანელიძე, დოკუმენტის მიხედვით, თანხმობას აცხადებს ითანამშრომლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტთან.
მიღების აქტში, რომელსაც ხელს მეგის ქარდავა აწერს, ასევე იკითხება: „ოპერატიული ღონისძიების გატარების შედეგად, მოვახდინეთ მოქ. დავით საგანელიძის გადაბირება... დ. საგანელიძემ დაგვიწერა ხელწერილი თანამშრომლობის თაობაზე, ჩვენი მხრიდან მოხდა ყოველივე აღნიშნულის ვიდეოფიქსაცია ოპერატიული ტექნიკის გამოყენებით.
შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დაწესდეს პირადი კონტროლი აღნიშნულ პირზე.“
,,ქრონიკა+“ დაუკავშირდა ირაკლი მელაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს აბსურდია და ამ დეზინფორმაციის გამო დაისჯება ,,ვიღაცა“, ხოლო საგანელიძესთან დაკვშირება გაზეთის რედაქციამ ვერ მოახერხა. რედაქცია მიმართავს შესაბამის ორგანოებს დაიწყოს გამოძიება აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე.
http://www.newposts.ge/?l=G&id=20935ესს ქრონიკა პლიუსი მაგარი ხლეა მარა რავიცი