* ვინაობა - ქართველი ხალხი;
* დაბადების ადგილი და დრო - ოდითი (ხალხი ოდითგანვე არსებობს);
* განათლება - საყველაფრო;
* დამახასიათებელი ნიშანი–სიბრძნე
* მოწოდებით - ნაციონალი, ბუნებით -მეოცნებე;
* რელიგია - მართლმორწმუნე ფანატიკოსი;
* საყვარელი ფერი - შავი;
* საყვარელი რიცხვი - სიტუაციურად(ადრე 5, ახლა 41);
* ინტერესი - სხვისი საქმეები;
* ჰობი - ამ სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად არ იცის;
* დასაქმების სფერო - უმუშევარი;
* პროფესია – ყველაფრის ექსპერტი;
* განათლება - ორი დიპლომი, (საყველაფრო);
* იცის ენები - ქართული - მშობლიური
- რუსული - 37 მანეთად
- ინგლისური - კომპიუტერისთვის
* მამაკაცის დამახასიათებელი ნიშანი–ყველა უცხოელი მანდილოსნის ოცნების კაცი;
* ქალის დამახასიათებელი ნიშანი–მოდის მიმდევარი, თუნდაც არ უხდებოდეს; ტუალეტში გადაღებული ტუჩებდაპრუწული სურათი iphone 5–ით;
* სურს - მეტი სარგებელი;
* ელოდება -იბერიის გაბრწყინებას;
* ნაკლი – პრაქტიკულად არ აქვს;
* ცხოვრობს - დედასთან, ბებიასთან, 2 დეიდასთან და მამიდასთან, და ვაფშე, ქალებს მაგარ პატივს სცემს; ვისთანაც ვერ იცხოვრებს სიდედრი ან დედამთილია(არავინ იცის რატომ, პროსტა ვერ იცხოვრებს და რა ქნას);
* რას ვერ აპატიებდა საყვარელ ადამიანს -ტყუილს, ღალატს(თვითონ მინიმუმ 5ჯერ უღალატია, ტყუილებს ვინ მოსთვლის);
* საყვარელი წიგნი - ვეფხ'ვ'ის ტყაოსანი;
* საყვარელი დღე - ხვალე;
* საყვარელი პოეტი - გალაქტიონი;
* საყვარელი ლექსი - აი გალაქტიონის ის, აი ამმ, ის რაა..
* ყველაზე დიდი განცვიფრება–ვაა, ტიციანიც ტაბიძეა? თან პოეტი?
* იმოგზაურებდა - უბილეთოდ.....
* პოლიტიკური შეხედულება–ოღონდ ეს არა, ვინც ახლაა და ნებისმიერი სხვა;
ამონარიდი FB-დან
მიმჯირყვნეთ სანამ არ დაიღლებით

))))))