radiohead987
შენთან ფულის გაგზავნამ ისეთი კარგი ფეხი მომიტანა, რომ მზად ვარ, თუ ასეთი საქმეები ხშირად
დამებედა, გარკვეული პროცენტი გიხადო

)
ვინც არ იცის,თუ რაზეა საუბარი ჩემს წინა პოსტს დავაკოპირებ:
უკვე გადაგზავნილია 100$ დავუკავშირდი და many gram-ის კოდიც ჩავაწერინე.
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს!
პირიქით, მე ვარ მადლობელი და აი, რატომ?
ნიუ იორკი. ბრუკლინი...ყველამ იცით აქაური ცხოვრებისა და მუშაობის რიტმი.
უკვე რობოტივით ვარ...დილით მაღვიძარა, შხაპი, რძიანი ყავა სიგარეტტან ერთად და ფორუმ.გე
ნახევარი საათი მაქვს დრო.ფორუმის თავფურცელი...ძირითადი ინფორმაცია მიღებულია...
წასვლის დროა...მოიცა, ვიღაცა გვემუდარება წავიკითხოთ... ვკითხულობ... უჭირს გოგონას, დახმარებას ითხოვს.
ვაპოსტებ, თუ სად შეიძლება დავუკავშირდე.ბექექსა მეხმიანება...
ვრეკავ თბილისში...უმწეო ხმას ვპირდები, რომ ერთ საათში 100$ გამოვუგზავნი.
გაიგზავნა თანხა...
ახლა ჩემი საფიქრებელი...
სამუშაო მხოლოდ ამ კვირის ბოლომდე მაქვს(შიდა რემონტებზე ვმუშაობ). კლიენტურაც არ რეკავს.
რაც იქნება იქნება...მიხარია, რომ კეთილი საქმე გავაკეთე....
ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი სამუშაომდე, რომ ტელეფონმა დარეკა. დავხედე, real estate...
წამებში გადავაყენე მანქანა და ყურმილი ავიღე.ებრაელი ბენი რეკავდა, რეალ სტეიტის მეპატრონე,რამდენიმე ბილდინგის მფლობელი
ბრუკლინში... ნიკ (ჩემი ამერიკული სახელია) გადავწყვიტეთ შენზე გავაკეთოთ არჩევანი, შენი პირობები მისაღებია ჩვენთვის.
შეგიძლია მოხვიდე და კონტრაქტს მოვაწეროთ ხელი, დეპოზიტიც შეგიძლია მიიღო...გელოდები.
ხალხო.... ეს იცით რა იყო ჩემთვის. 4 თვეა ველოდები პასუხს და დღეს მაღირსეს...
თან რომ ყველაფერი საჩემოდ გადაწყდა?! მაგარია...4 სართულიანი შენობის რემონტი...
მთელი ზამთარი სამუშაო მაქვს...
დღეს რატომღაც ყველაფერი მიხარია!