გადავიკითხე მთელი თემა და სწორი პასუხი მაინც არ დაწერილა ამ თემაში

ჩივიან, არ უნდათ საცობში დგომა მარა საქმე საქმეზე რო მიდგეს რომელი გააჩერებს და ივლის ფეხით? არც არავინ
არადა არაა ეს ქალაქი ამდენ ხალხზე გათვლილი, თან ყველას რომ ვეიქში უნდა მოძრაობა

მოკლედ, ჯიპებზეც ეწერა და ჯიპი იყო ჩემი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მანქანა, მაგრამ ხშირად ყოფილა რომ დილით სადარბაზოდან რომ გამოვსულვარ გვერდი ამივლია ჩემი მანქანისთვის და ფეხით წავსულვარ სამსახურში. განა შორია, თითქმის არ მომიწევდა საცობები, ვარკეთილიდან ისანში უნდა ჩავსულიყავი, მარა არ მჭირდებოდა და არ დავდიოდი ყოველდღე მანქანით. როცა მჭირდებოდა მაშინ მარტო.
ვერ უძლებს ეს ქალაქი ამდენ მანქანას და რა ქნას, ვერც ხალხს გაუძლებს ცოტა ხანში.
ერთი პრობლემაა კიდევ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რამე ძაან ძირეული ცვლილებები უნდა გაატარონ მაგ მხრივ. დააჩქარონ ტრამვაის მშენებლობა, შემოიყვანონ ნორმალური!!! ავტობუსები, მოაშორონ მარშუტკები და ხალხიც მიეჩვიოს რო ტრანსპორტი ყველგან ვერ მიიყვანს და 50-100 მეტრი ფეხით უნდა გაიარონ. შემოიყვანონ დიდი, საშუალო და პატარა ზომის ავტობუსები, გამოყონ მაგათთვის ცალკე ხაზი პიკის საათებში მაინც და ხალხი როცა მიხვდება რომ გაცილებით იაფად და სწრაფად მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვიდრე საკუთარი ავტომობილით, გააჩერებს სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის დარწმუნებული ვარ (ნუ საღად მოაზროვნე და არასვეცკი ადამიანი მაქვს მხედველობაში)
დააწესონ გადასახადები მანქანაზე, კუბატურის ან წვის მიხედვით და ეგ ფული რამე სოციალურ პროგრამებს მოახმარონ, უნდა ადამიანს საკუთარი ავტომობილით გადაადგილება და კეთილი ინებოს და გადაიხადოს ზედმეტი, უნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კიდე და გადაიხდის გაცილებით ნაკლებს და იმგზავრებს უფრო სწრაფადაც. რა დააშავა იმ ხალხმა ვისაც არ აქვს მანქანის ფული და ნორმალურად უნდა გადაადგილება ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
ვთქვათ საცობში დგას 3 მანქანა, რომელიც იკავებს 1 პატარა ავტობუსის ადგილს. ამ 3 მანქანაში მაქსიმუმ იჯდეს 5 კაცი, ხოლო ავტობუსში იჯდება 50 კაცი. ხო შეიძლება მაგ 3 მანქანის მაგივრად მეორე ავტობუსმა იაროს და 10-ჯერ მეტი ხალხი გადაიყვანოს....
ნუ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ ნორმალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ჩამოყალიბდება, თორემ დღევანდელობაში აზრი არ აქვს.
მარა არ გამოვა ეს საქმე, იმიტომ რომ ქართველი ხალხის 90% ვრ ფირქობს მაგდენს, ან ფიქრობს და კიდია, მაინც უნდა რომ თბილად საკუთარ მანქანაში ედოს ერთი ადგილი, მარა უნდა რომ სხვა არ იყოს ეგეთი რომ მას არ შეუშალოს ხელი მოძრაობაში და არ გამოვა ეგ საქმე...
მეორე მიზეზი კიდე ისაა რომ საწვავის მაფია არ გაუშვებს მაგ სისტემას, საცობში მდგარი მანქანები პირდაპირ უსქელებენ ჯიბეს მაგ ბიზნესის შეფებს და ვინ მოაგვარებს მაგ პრობლემას...

ნუ მოკლედ, ჩემი აზრით არაფერი გვეშველება რაა...
This post has been edited by di_onise on 11 Nov 2013, 20:32