აბა ახლა მე დავდებ ერთ ამოცანას, თუ ვინმემ იცის ამოხსნა არ დაწეროს. ამ ამოცანას ძალიან იშვიათად ხსნის ვინმე თავისით.
გვაქვს 13 გარეგნულად ერთნაირი მონეტა და ვიცით, რომ მათგან ერთ-ერთი ყალბია და რომ ყალბი მონეტის წონა განსხვავდება დანარჩენი ნამდვილი მონეტების წონისგან. ორ პინიანი სასწორის გამოყენებით სამი აწონვით უნდა გამოვარკვიოთ რომელია ყალბი მონეტა.
ორპინიანი სასწორი ვინც არ იცის ეს არის, რომელიც ერთ აწონვაზე გვაძლევს ინფორმაციას თუ რომელი მხარეა მძიმე და რომელი მსუბუქი, ან რომ ორივე მხარეს ტოლი წონა აქვს.
This post has been edited by ecklesiast on 14 Dec 2013, 18:05
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)