რა კითხვასაც სვამ და რა პრობლემასაც აყენებ
იმაზე პასუხი შენსავე ნათქვამშია... ოღონდ იმ სახით, თითქოს ეს ფაქტი
ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი ილუზია კი არა საქმიანი შეცდომა იყოს

ძნელია ენდოო სენ რო ამბობ, შენი ქვეყნის პირვლეი პირი რო ამბობდა ეგერ _ ვენდობი და
ბავშვობის შეცდომის გამო კაცს წიხლს არ დავაჭერო _ ეს პოზიცია სხვა რა იყო, თუ არა დემაგოგია დ აიხტიბარის არგატეხვა?
იცავ ჯერ ერთი მწარე ნაციონალს, აი იმენა კლასიკურ ნაც კადრს და მერე ყაჩაღობის გამო გასამართლებულს.
იმ გერმანიაში კაცისთვსი ტრაკში ცოცხი რომ გაეყარა ყაჩაღობის ნაცვლად, მაშინ ხომ ასე აღარ დაიცავდა? : )
თუმცა ვინ იცის, ეგეც არაა გამორიცხული...
პრობლემა ნდობაში არაა, იმიტომ რომ ეგ როგორც მინიმუმ ფაქტია უკვე.
ბევრი ნაციონალი მუშაობს დღეს მაღალ თანამდებობებზე, გამგეობებში, მერიის სამსახურებში,
სხვადასხვა უწყებების მაღალ პოზიციებზე და დეპარტამენტების უფროსებად, ნუ აღარაფერს ვამბობ დაბალ პოზიციებზე.
და ეს ის ნაწილია, რომელიც გადაურჩა ახალმოსული ქოცი უფროსების გამოსვლებს წიპა
"აბა რომელი ხართ ამ კოლექტივში ნაციონალი?" გადაურჩა რა თქმა უნდა ისევ ქართული ჯადოსნობის _ ნაცნობობის ძალით...
(როცა საქმე ნაცნობობას ეხება, მერე ხომუკვე სულ ერთია ვინ ვინაა _ ნაცია, შამცია, ქოცია, კაცია, არაკაცია, თუ ვინ... შენიანია!)
და სამსახურდაკარგული ან არმინდობილი ნაწილის მიმართ მუსაობს ისევ ის პროტექციონიზმი.
სხვა რა არის ეს, თუ არა ნაცებისდროინდელი ორმაგი სტანდარტი?
რამდენ სახელმწიფო სამსახურში ვიცი ახლაც და ბოლო თვებშიც, რომ ფასადურად ატარებენ კონკურსებს კადრებზე.
გინდ სასჯელაღსრულება ავიღოთ, სადაც ნაცებისდროინდელი კარგი კადრები ტესტირებებით უაზროდ შეამცირეს
ხელოვნურად და თავიანთი მოყვანილი ხალხი შეყარეს, რომელთა დიდი ნაწილიც მალევე გამოექცა
გაბლატავებული პატიმრების გინებებს თუ პანღურებს. და ახლა ეს რეგვენები ისევ ძველებს ეხვეწებიან დაბრუნებას.
ეგრე იცის ხელისუფლებაში მოსვლისას მშიერ მასოვკაზე ფსონის ჩასვლამ.
რო მოხვალ მერე უნდა აასრულო დანაპირები, სხვა გზა არ გაქ. არადა შენც აგიბუნტდებიან...
ამათ კიდე ბუნტის გადაგორების არც ტრაკი აქვთ და არც შესაბამისი მხარდაწერა/გაპრავება, როგორც ნაცებს ქონდათ.
არ შეიძლება ადამიანების იმ ნიშნით განსხვავება, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში მაშინ,
როცა ის საკუთარ ოჯახს ყოველდღიურ ლუკმას აწვდიდა...
მაგრამ როცა გაუნათლებელი, დაბოღმილი, ფარის თავში სიკოჭლის გამო მოქცეული ცხვარი ხარ,
და თან ის "შენიანი" კალთებს გახევს, ე ბიჯო სადაა დაპირებული 800 ლარიანი სამსახურიო,
ძნელია თუნდ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი არ აღგმოხდეს _
"აბა ნაცები ჯობდაა?"
This post has been edited by SCO on 4 Jan 2014, 13:22