ეს იყოო???
არ ვიცი ლორთქიფანიძის ქუჩა..
ლორთქიფანიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს
11:03 26-01-2014
ლორთქიფანიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს ლორთქიფანიძის ქუჩაზე (ყოფილი კაიროს ქუჩა) მომხდარ აფეთქებაზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს.
თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩის (ყოფილი კაიროს ქუჩა) #42-ში წუხელ აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და არც ნგრევა ყოფილა.
შემთხვევა ღამით, 00:20 საათზე მიტოვებულ შენობაში მოხდა. ადგილზე გასულები იყვნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, თუმცა აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...mdinareobs.html