"შიშველი" ფაქტები ჩამოვყაროთ.
1. მუხროვანში მინიმუმ, "პროტესტი" მზადდებოდა, რადგან ამას თავად ამირიძე, ოთანაძე და ა.შ აღიარებენ დღეს, უკვე როგორც "პოლიტპატიმრები".
2. მოქმედი სამხედროს მიერ პროტესტის გამოთქმას აქვს თავისი ფორმა, მათი არჩეული ფორმა - დაუმორჩილებლობა, იგივე ამბოხია პრინციპში და კანონით დასჯადია.
3. როცა სამხედრო მეთაური პროტესტის გამოხატვის ამგვარ ფორმას ირჩევს, მას შეგნებული უნდა ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგებლობაც, ანუ - აუცილებლად მიაჩნია რა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის აქტიური გამოხატვა ამგვარი ფორმით, ამავე დროს, მზად არის აგოს პასუხი კანონის წინაშე.
4. სრულიად გაუგებარია ამ შემთხვევაში ოთანაძის და კრიალაშვილის მანდ გამოჩენა, რაც
ლოგიკურად ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა მთლად "უწყინარ" პროტესტთან არ გვქონოდა საქმე
5. ღვალაძის ვიდეო დადგმულია, ჩვენებათა ნაწილი მიღებულია ზეწოლის შედეგად, გრუს-ს ორი მოკლული აგენტის ამბავი შეთხზულია და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ნულოვანი ტოლერანტობა და გვამების "დადება" გადაიქცა მათი საქმიანობის ჩვეულ წესად, რამდენადაც ყველაფერი მართლდება "სახელმწიფოს ინტერესებით". ანუ - ნაცებმა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც თავად ჩაიდინეს უამრავი კანონდარღვევა, საქმე გააზვიადეს, გაბერეს და შესაბამისად - გააფუჭეს.
ამიტომ არის, რომ მათი სიმართლეც აღარავის სჯერა და რაც მთავარია, დანაშაულთან ბრძოლაში მათ მიერ არჩეულ სტრატეგიას არ შეეძლო საბოლოოდ მოეტანა სასურველი მდგრადი ეფექტი და ვერც მოიტანა.
ორმაგი სტანდარტები კი არც ხელისუფლებას მოუტანს სიკეთეს და აგერ ნახავთ.
ხელისუფლება რა... ჩვენ ვზრალდებით, ხალხი, ქვეყანა,
როგორც ყოველთვის.
ეს crocodile-ს აზრია.
ჩემ აზრს ახლავე მოგახსენებთ ამ ვიძეოს შესახებ:
აი, ტიოპი ზის და ბაზრობს სისულელეებს.
თან ასახელებს ყველას, ვინც პირზე მოადგება ან რაც დაავალეს.
სამაგიეროდ, ვის ელაპარაკება, ეს სულაც არა ჩანს.
მერე იჭერენ ამ ტიპს, საპროცესოს უფორმებენ და 2 წელს უსჯიან.
აბა, სადაა ახლა აქ ამირიძე, ოთანაძე, კობალაძე, ყარყარაშვილი?
ეგებ რა ქაქი ჰქონდა ნაჭამი სხვა მიმართულებით და ეს საქმე გააკეთებინეს, სხვა კიდევ ჩამოაწერეს?
გრიცკოს და სანაიას ამბავი ხომ გვახსოვს?
ახლა კიდევ ერთმა ინფორმაციამ გამოჟონა - ის სომეხი რომ იყო, ბუშის და მიშას აფეთქება რომ მოინდომა ლიმონკით, ეგეც ამათი გავლენის აგენტი იყო და ამათივე მიცემული იყო ის ლიმონკა, რომელიც არ აფეთქდა.
ასე, ბატონო, მე დავჯდები ახლა, ვიტყვი რომ აგერ, გიგილო, მიხუილა, წაკლაური, აკუ, გაკუ, ჩაკუ კანდელაკი შეიარაღებული გამოსვლისთვის ემზადებიან და დამრტყმელ ძალად მანდატურებს გამოიყენებენ, წინ გრუს სპეცრაზმი წაუძღვება, უკან კიდევ კორპუსის დირექტორები გამოჰყვებიან, ლოჯისტიკას სოცმუშაკები მიხედავენ.
აი, ამისთვის სჭირდებათ ის 10 000 დროშა, ახლა რომ შეუკვეთეს.
ასე ვერ წავა?
ვერა?
რატომ, თუ ამ შემთხვევაში ვარგა ეს ცანაწერი სამხილად, რატომ არ ივარგებს ჩემი ჩანაწერი?
კიდევ, გველუკაშვილს 3000 კაციანი ტყეში გასული ბრიგადა ჰყავს და დამხმარეებად ანაფორქვეშ კალაშნიკოვდამალული შავი ბერები და შავი მაგიის მაგისტრები ეგულება.
ნაცები უნდა მოაჯადოონ.
თქვენი საშველი არ იქნება, ნაცებოოო