სად არიან დიდგორები, რუსები, მუმუები და თარს-გოგონები ამ თემაში?
სექტა ამოწყვიტეს უკვე?
ე ბიჯო, შემოდით და დაწერეთ რამე ამ თემაში, მართლა ნაცხები ხომ არ ხართ

ბოლოს და ბოლოს , საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტია ამერიკაში

------------------------------
ა, არ გცალიათ ? მიშას და იულიას დასდევთ მაიდანზე? უფრო მნიშვნელოვანია არა?
OK
მე გავაგრძელებ ამ თემას

*********************************************************************************
პრემიერ-მინისტრი სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ კარლ ლევინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ კარლ ლევინთან შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე ე.წ ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზე ისაუბრა.
შეხვედრს ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოს ევროკაშრთან ურთიერთობა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აფასებს აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისკენ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს.
სენატორმა ლევინმა საქართველოს ნატოს 2014 წლის სამიტზე მხარდაჭერა აღუთვა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება ამერიკელი სენატორების მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციიის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართლებით.
სენატორ კარლ ლევინთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
------------------------------------------
ჰა, როგორი პრემიერი და მთავრობადაგვიტოვა გრიგორიჩმა?
...დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო, ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა...
...გიჟი ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად!...
(c) ოტია იოსელიანი
GVANCA ♥♥♥