დამაჯილდოვეს იმისათვის რომ გავაკეთე რაღაც, რაც მევალებოდა, როგორც ღვთისმსახურს. მოყვასის სიყვარულისათვის დამაჯილდოვეს და ძალიან უცნაურად ჟღერს. არა და რამდენი ქალი და რამდენი კაცია საქართველოში, რომელიც სიმამაცისა და გამბედაობის უდიდესი მაგალითია?! ეს ჯილდო მათთან ჩამომაქვს.-რუსუდან, პირველ რიგში, გილოცავთ. იქნებ ჩვენი მკითხველისთვის უფრო დაწვრილებით განმარტოთ თუ რა ჯილდოა ეს და რა შემთხვევაში გადაეცემა ქალბატონებს?
-ჯილდო არის International Aword of the Women of Courage, ქართულად ხან რა ითარგმნა ხან რა. ალბათ უფრო საერთაშორისო ქალთა ჯილდო გამბედაობისათვის.ზოგადად, აქ ჩამოსულ ქალებს რომ ვუსმენ, რის ფასად, რა სირთულეებში უწევთ თავისი საქმის კეთება, ძალიან მიკვირს ჩემი კანდიდატურა რა კრიტერიუმებით შეარჩიეს.
ფაქტობრივად, დამაჯილდოვეს იმისათვის რომ გავაკეთე რაღაც, რაც მევალებოდა, როგორც ღვთისმსახურს. მოყვასის სიყვარულისათვის დამაჯილდოვეს და ძალიან უცნაურად ჟღერს. არა და რამდენი ქალი და რამდენი კაცია საქართველოში, რომელიც სიმამაცისა და გამბედაობის უდიდესი მაგალითია?! ეს ჯილდო მათთან ჩამომაქვს.
-იყო თუ არა ვინმე ადრე წარდგენილი მსგავს ჯილდოზე საქართველოდან ან თუნდაც ახლა, თქვენთან ერთად.
-სამწუხაროდ ეს ინფორმაცია არაა ღია. მე, მიუხედავად იმისა, რომ არაპოლიტკორექტული კითხვა გამომივიდა, ვიკითხე "ფუსი რაიოტის" გოგონების შესახებ.მაინტერესებდა იყვენენ თუ არა ისინი ნომინანტები. ყველა აღფრთოვანებით გამომეხმაურა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის ღია ინფორმაცია და ვერ გეტყვით ვერაფერს იმის გარდა ვინც უკვე შეირჩა.
-ნიშნავს თუ არა ამ ჯილდოს აღება ორმაგ პასუხისმგებლობას, როგორც საერთაშორისო ასპარაზზე, ასევე საქართველოში?
ამ ჯილდოს ციებ-ცხელება მალე ჩაივლის. რასაც ვაკეთებდი ყველაფერს ძველებურად გავაგრძელებ. უბრალოდ ვიცი, რომ ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ან არასაკმარისად გამბედავი ვიქნები, ან ვინმეს მოეჩვენება რომ რამეზე უკან დავიხიე და კომპრომისზე წავედი, აუცილებლად გამახსენებენ მადამ ობამას ჩახუტებას.
ალბათ ეს იქნება და იმედი მაქვს ეს არ შემიშლის ხელს ის ვაკეთო, რისიც მე მჯერა და მწამს.
-რა ვითარებაში გაიმართა დაჯილდოება? გარდა პირველი ლედისა, ვინ ესწრებოდა ამ ღონისძიებას სახელმწიფო აპარატიდან?
-დაჯილდოების ცერემონიას ბევრი რამ დაემუქრა: პირველი შემაფერხებელი იყო ვლადიმერ პუტინი. ყირიმის მოვლენების მიხედვით იცვლებოდა ბევრი რამ და ბოლო მომენტში სახელწიფო მდივანი ჯონ ქერი უკრაინაში გაფრინდა და ვერ დაესწრო დაჯილდოვებას. მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ამინდი. თოვლი მოვიდა და გაჩერდა და გაიყინა ყველაფერი. ამდენად მოწვეულთა ერთი ნაწილი ვერ ჩამოვიდა. გარდა ამისა თავად ჯილდო, როგორც ასეთი, ჯერ არ გადმოუციათ, რადგანაც უამინდობის გამო ყველაფერი გაჩერებული იყო და ჩვენი სახელეების ამოტვიფვრა ვერ მოესწრო. ამიტომაც მადამ ობამას მოლოცვებით დავკმაყოფილდით.
თავად გარემო იყო ძალიან ამაღელვებელი. მოიყვანეს უფროსკლასელი გოგონები, რომლებიც გაგვაცნეს, გავისაუბრეთ. ყველა თავის ამბავს ყვებოდა. ინდოელი გოგონას ლექსმა ყველა აატირა! მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არ გვესმოდა რას ამბობდა, საკმარისი იყო ისიც, რომ ლექსი დაიწყო სიტყვებით: „მე მიყვარხარ, იმიტომ რომ ჩემს სახეზე ხარ აღბეჭდილი“. ეს გოგონა მჟავითაა დამწვარი (როგორც მოგეხსენებათ ეს არის ქალების მიმართ ძალადობის ძალიან გავრცელებული ფორმა ინდოეთში).მერე ამ თავის ლექსზე ინდურად იმღერა. ძალიან ამაღელვებელი რამ იყო...
-ცნობილია, რომ თქვენ დაესწრებით არა ერთ შეხვედრას ამ ღონისძიების ფარგლებში. კონკრეტულად რა სახის შეხვედრებზეა საუბარი?
-უამრავ ძალიან საინტერესო ქალს და ქალთა ორგანიზაციებს. შევეცდები ისინი დავაინტერესო საქართველოთი.
-როგორ გგონიათ, რა არის ამ ჯილდოს მესიჯი, უხეშად, რომ ვთქვათ?
-ქალებო, თქვენს ხელშია ამ ძალადობრივი სამყაროს შეცვლა და არ შეუშინდეთ-ალბათ ესაა ჩემთვის...
MediaMall.ge - s სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ რუსუდან გოცირიძეს ჯილდოს აღებას და წარმატებებს ვუსურვებთ.
http://press.mediamall.ge/?id=10032