ეს პოსტი ქალბატონმა rusa1960-მა მთხოვა დამედო:
ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები Irakli Alasania - Free Democrats
ბატონო ირაკლი!
თვენახევრის წინ, თქვენ რუსთავი2 ეთერში ერთ ერთ ინტერვიუში განაცხდეთ, რომ ოლიმპიადის შემდეგ მოსალოდნელია რუსული პროპაგანდის გაძლიერება და თქვენ (ანუ მთავრობა) ამისთვის მზად ხართ.. კერძოდ დაგვარწმუნეთ, რომ გაძლიერდება კონტრდაზვერვის მუშაობა..
გუშინ უძრავი ქონების აგენტთან მქონდა შეხვედრა- ჩემს საქმეებზე..
და სრულიად შემთხვევით ვიგებ, რომ მისივე სიტყვებით "მოსკოვიდან ჩამოდიან არასამთავრობოები და ისინი ქირაობენ ოფისებს, კარგი ადამიანები არიან, ხალხს უნდა დავეხმაროთო, გაჭირვებულებსო" ..
ერთ ერთი ასეთი "საქველმოქმედო " ორგანიზაცია აკურატ "მოდულის" გვერდზე შენობაში ქირაობს ოფისს
ამავე დროს, საჯარო რეესტრის თანამშრომლებისგან მაქვს ინფორმაცია რომ ბოლო პერიოდში უპრეცედენტოდ ბევრი არასამთავრობო ფუძნდება,,
ეს ყველაფერი, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს..
გარდა ამისა
1. სოციალურ ქსელებში და მედიაში გააქტიურებულია რუსული პროპაგანდა
2. კვირაში ერთხელ მაინც ეწყობა რუსეთიდან ჩამოსულ "ექსპერტებთან" შეხვედრები სადაც საქართველოს ევრაზიულ მომავალზე ბჭობენ, მაგალითსითვის ფეოდორ ლუკიანოვის და მარკედონოვის ვიზიტიც გამოდგება..
3. ბოლო 14 დღის განმავლობაში უკვე მეორედ ატარებს ყოვლად უმსგავსო აქციას "ევრაზიის ინსტიტუტად" წოდებული ფსბ კანტორა..
4. რატომ აქვთ ჯავახეთში ყოველ მეორე მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს რუსეთის პასპორტები და რატომ დგას ჯავახეთის მოსახლეობის გაუთავებელი რიგები რუსეთის საელჩოსთან, რუსეთის მოქალაქეობის აღების მიზნით !?
კონტრდაზვერვა ჰყავს ქვეყანას?
ველოდები პასუხს..
და ეს ვიდეო
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...03-2014%2015:00ჰოდა ეგ ბიჭი ვინც შეიპარა და ფეხზე წამოაყენა ფორუმელია